|
2018-05-23 14:40:48, 1232 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო ჟენევაში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის 71-ე სხდომაში მონაწილეობს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჟენევაში მიმდინარე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეის 71-ე სხდომაში მონაწილეობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა განიხილავს 2019-2023 წლების სამუშაო პროექტს, რომელიც დასამტკიცებლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ გადასცა. "ჯანმრთელობა ყველასათვის: გზა საყოველთაო ჯანდაცვისაკენ“ - ეს იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემა. დავით სერგეენკომ თავის გამოსვლაში ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, როგორც მდგრადი განვითარების 2030 მიზნების მიღწევის საუკეთესო საშუალებაზე და ამ მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ რეფორმაზე გაამახვილა. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ასამბლეა ქ. ჟენევაში წელიწადში ერთხელ იმართება და ის ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანოა. მასში მონაწილეობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს დელეგაცია იღებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 71-ე ასამბლეა 21 მაისს გაიხსნა და კიდევ 4 დღეს გაგრძელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)