20:53 - 11 Nov, 2026
|
2018-05-23 13:05:16, 1258 ნახვა
საზოგადოება
ძიუდოისტები მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები დღეს, 17:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. მათი მოთხოვნა კვლავ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომაა. ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა გულშემატკივრებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა „ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლომდე გამოვხატავთ ჩვენს ჯანსაღ პროტესტს იმის თაობაზე, რომ უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი. მინდა ვუთხრა ყველა გულშემატკივარს, ვისაც სურვილი აქვს და ვისაც გულთან მიაქვს ეს პრობლემები რაც ძილდოში ხდება, დღეს ხუთ საათზე კანცელარიასთან შევიკრიბოთ ყველა ერთად“, - აღნიშნა ვარლამ ლიპარტელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)