|
2018-05-22 20:39:20, 1581 ნახვა
საზოგადოება
სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მეტროს მემანქანეები 3 ივნისს გაფიცვას გეგმავენ
მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC), „სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრისა“ და „აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მეტროს მემანქანეებს სოლიდარობა გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ შრომის პირობებიდან გამომდინარე, მათი ხელფასების 45%-ით გაზრდა უნდა მოხდეს. მათ ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის თანახმადაც, მეტროს მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება არ აქვთ. მეტროს მემანქანეებს და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის დავა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ვერ შედგა, მეტროს მემანქანეებმა 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაფიცვის უფლება მათ 3 ივნისამდე შეეზღუდათ. ამის შემდეგ, 21 მაისს სასამართლომ მემანქანეებს „სამუშაო საათების განმავლობაში“ გაფიცვაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ შეუზღუდა, თუმცა ამჯერად, განუსაზღვრელი ვადით. შეგახსენებთ, თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები საათობრივი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. თუმცა, როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე მათთვის ხელფასების მომატება არ იგეგმება. ამასთან, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 30 აპრილს 2013 წლის შემდეგ მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკა გაასაჯაროვა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)