00:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 12:36:21, 1224 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქათმის ადგილობრივ მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ქათმის ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ფრინველის ხორცში ტექნოლოგიური პროცესის შედეგად   არსებული წყლის  რაოდენობის შემცველობის დადგენის საკითხი  განიხილეს; იმსჯელეს ფრინველის ხორცის გაგრილების მეთოდებზე, რომელიც წყლის შემცველობის სხვადასხვა სტანდარტს ადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ყურადღება აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეგულაცია ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს. 

მხარები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები, აღნიშნული საკითხები დეტალურად იქნება შესწავლილი და შემუშავდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს.

შეხვედრას  ქათმის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიის ორმოცამდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics