|
2018-05-21 10:41:42, 1213 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტს გერმანიის პოლიციის აკადემიის სტუდენტები ეწვივნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს გერმანიის რაინლანდ-პფალცის პოლიციის აკადემიის სტუდენტები ეწვივნენ. აღნიშნული სტუდენტები, ამავე დროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის მოქმედი თანამშრომლები არიან. სტუდენტები დეპარტამენტის სტრუქტურას და კომპეტენციას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ, ასევე, დაათვალიერეს საქართველოში კანონიერი საფუძვლების გარეშე მყოფ პირთა დრობითი განთავსების ცენტრის ინფრასტრუქტურა, მიიღეს ინფორმაცია გაძევების მექანიზმებისა და პროცედურების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრი სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებულ ევროპულ სტანდარტებს და 92 პირზეა გათვლილი. ცენტრში განთავსებული პირებისთვის ხელმისაწვდომია პირველადი სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია. ამასთან, ცენტრში დროებით მოთავსებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტი, ბიბლიოთეკა და სპორტული ინფრასტრუქტურა. გერმანელი სტუდენტების ვიზიტი მიგრაციის დეპარტამენტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რაინლანდ-პფალცის მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)