|
2018-05-19 16:23:39, 1583 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ ნარჩენების მართვის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გამართა
თბილისის მერმა კახა კალაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც განიხილეს ნარჩენების მართვისა და სეპარირების ევროპული გამოცდილება, რაც, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პარალელურად, თბილისმა 2019 წლიდან ეტაპობრივად უნდა დანერგოს. ნარჩენების სეპარირების არსებული სისტემის გარდა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გამოცდილებას, რაც იტალიაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის ფარგლებში განხორციელდა და ნარჩენების წარმოქმნის მინიმიზაციისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა. იტალიაში დანერგილი ნარჩენების მართვისა და სეპარირების სისტემა ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირში. თბილისის მერია ამ მიმართულებით შეხვედრების გამართვას საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებთან გეგმავს. იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ სამუშაო შეხვედრას მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)