|
2018-05-18 15:21:44, 1580 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ესტონეთის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური და თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს, იური სეილენთალს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში განხორციელებული პროექტები შეაფასეს და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განსაზღვრეს. ნოდარ კერესელიძემ დეტალურად ისაუბრა ესტონეთის მხარდაჭერით სურსათის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებულ პროექტზე, რომელმაც მნიშვნელოვანი განსაზღვრა რძის სექტორის განვითარება. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მერძეული ჯიშის მესაქონლეობის განვითარება და ესტონეთის გამოცდილების გაზიარება პროდუქტიულობის ამაღლების, ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და დაავადებათა კონტროლის თვალსაზრისით. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური და თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორის, იური სეილენთალის განცხადებით, ესტონეთისთვის პრიორიტეტულია საქართველოსთან თანამშრომლობა და მხარდაჭერის ფორმატში, უკვე დაგეგმილია ახალი პროექტის განხორციელება, რომელიც ხელს შეუწყობს მესაქონლეობის სექტორის განვითარებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)