|
2018-05-18 15:20:09, 1176 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ ყოლბაია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრს ვადიმ ჩერნიშს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო პრობლემაზე - ტერიტორიების ოკუპაციაზე, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და მდგომარეობის სტაბილურობისთვის განსახორციელებელ ღონისძებებზე. ვადიმ ჩერნიშმა ისაუბრა 2014 წელს განვითარებულ მოვლენებსა და მის შემდგომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე. ვახტანგ ყოლბაიამ მოწვეულ სტუმრებს გააცნო ის პროექტები და ღონისძიებები რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან მიმართებაში ახორციელებს. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმოამდგენლები, ლტოლვილთა დანიის საბჭოს უკრაინის ოფისის პროექტების მენეჯერი ეკა გვალია და სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)