|
2018-05-17 19:30:57, 1821 ნახვა
საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტების აქცია მიმდინარეობს - (ვიდეო)
მთავრობის ადმინისტრაციასთან ლგბტ აქტივისტები ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ უსამართლო პოლიტიკაზე საუბრობენ. როგორც ისინი აცხადებენ, ქვეყანა სახელმწიფოდ არ ჩამოყალიბდება, სანამ ყველა მოქალაქის უფლება არ იქნება დაცული. აქციაში 100-მდე ადამიანი მონაწილეობს. მიმდინარე აქციას შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამინის უფლებათა დეპარტმანეტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია, ასევე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და სხვადასხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები ესწრებიან. გარდა ამისა ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მისასვლელი ყველაზე გზა ამ დროისთვის ჩაკეტილია. ქუჩების ნაწილზე პოლიციის ცოცხალი კორდონი დგას, ხოლო ნაწილზე სპეციალური ბარიერებია აღმართული. გარდა ამისა, მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით მგზავრებს არ ემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)