|
2018-05-17 12:49:25, 1854 ნახვა
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დაცვის დღესთან დაკავშირებით მსვლელობა დაიწყო
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. მათ „ვარდების მოედანზე“ შეკრებილები შეუერთდებიან და აწყურის ღვთისმშობლის ხატით ქაშვეთის ეკლესიასთან მივლენ. ამის შემდეგ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით გაგრელდება, სადაც მსვლელობის მონაწილეებს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დალოცავთ. მსვლელობა მრავალჟამიერის და საგალობლების ფონზე მიმდინარეობას. მასში სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, მონაზონები და მრევლი მონაწილეობს. მსვლელობასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია. ამასთან, მოქალაქეთა ნაწილი მსვლელობაში შემდეგი შინაარსის ტრანფარანტებით იღებს მონაწილეობას: „არა ნარკოტიკს“, „ნარკოტიკი არის კაცობრიობის მტერი“, „არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი“, „ოჯახი კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარია“, „17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღეა“.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|








epn.ge (@expressnews.ge)