|
2018-05-16 16:53:35, 1240 ნახვა
საზოგადოება
„ექსპო ჯორჯიაში“ თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნება
17 მაისს, 18:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" თბილისის თანამედროვე ხელოვნების პირველი საერთაშორისო ბაზრობა გაიხსნება. ბაზრობა 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდაათ გალერეასა და ორმოც დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს. გალერეების სექციაში თიბისი არტ გალერეა გურამ თიკანაძისა და რობერტ კაპას ფოტოგამოფენას წარმოადგენს. პროგრამა: გალერეების სექცია: 17-20 მაისი, მე-11 პავილიონი სახელოსნო Hive: 17-20 მაისი, მე-5 პავილიონი TAF გამოფენები: 1. „ფოტოგრაფიის სამი საუკუნე საქართველოში." 17-20 მაისი, მე-6 პავილიონი 2. „ომი დროებით შეჩერებულია." 17-20 მაისი, მე-9 პავილიონი. ბაზრობის სამუშაო საათები: · 17 მაისი 18:00-19:00 · 18 მაისი 12:00-19:30 · 19 მაისი 12:00-19:30 · 20 მაისი 12:00-18:00 პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი სტატუსი. ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE-ზე და „ექსპო ჯორჯიას" სალაროებში. ფასი: 10 ლარი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)