|
2017-06-08 12:03:15, 2161 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: არ მიკვირს, რომ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას თავს არიდებს
„ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი კონსტიტუციასთან მიმართებით და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას თავად და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი დაესწრებიან, ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის მონაწილეობას - პარლამენტის თავმჯდომარე ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. ირაკლი კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის პოზიციები სუსტია და ეს 7 ივნისს გამართულ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზეც დადასტურდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას არ უკვირს, რომ პრეზიდენტი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობას თავს არიდებს. „ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი კონსტიტუციასთან მიმართებით და პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი. ეს დადასტურდა მათ შორის გუშინდელ საკომიტეტო მოსმენაზე. თქვენ გახსოვთ, რომ თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით გვესმოდა აბსოლუტურად დრამატული შეფასებები. საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს თავდაცვასთან დაკავშირებული ცვლილებები შეაფერხებს საქართველოს სვლას ნატოსკენ, თითქოს ეს გამოიწვევს მორღვევას ინსტიტუციური სისტემის. აღმოჩნდა, რომ არსებული პროექტი გამოიწვევს არა ამას, არამედ პირიქით - თვისებრივ გაუმჯობესებას იმ რეგულაციების, რომელიც დაკავშირებულია თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან. პრეზიდენტის პოზიციები არის უაღრესად სუსტი კონსტიტუციასთან მიმართებით. აქედან გამომდინარე, მე არ მიკვირს, რომ ის თავს არიდებს ვენეციაში, პლენარულ სხდომაში მონაწილეობის მიღებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)