18:29 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-09 18:16:40, 346 ნახვა

სხვადასხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა მოინათლა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის მედია ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გუნბას ნათლობას ულოცავს პოლიტიკოსი ნაირა ამალია და შესაბამის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც, სავარაუდოდ, მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაშია გადაღებული.

"ბადრა ზურაბოვიჩ, ჩვენც გილოცავთ ნათლობას! მთელი ქვეყანა ჩურჩულებს და გადავწყვიტე, გამომექვეყნებინა", — წერს ამალია.

როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, ფოტოზე გუნბასთან ერთად მისი ოჯახის წევრები და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ჩანან.

გუნბას პრესსამსახურს ნათლობის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

მანამდე მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, პროტოპრესვიტერი იგორ იაკიმჩუკი აცხადებდა, რომ გუნბა მოუნათლავი იყო.

"ის, ვინც ახლა არჩევნებში გაიმარჯვა, მოუნათლავია. პირობას დებს, რომ მოინათლება, მაგრამ ჯერჯერობით ამ მიმართულებით პროგრესი არ ჩანს", — ამბობდა იაკიმჩუკი.

იაკიმჩუკის სხვა განცხადებამ აფხაზთა ისტორიულ იდენტობასა და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე სოხუმში მწვავე რეაქცია გამოიწვია. მან თქვა, რომ IV საუკუნეში აფხაზეთში ტაძრები თანამედროვე აფხაზებს არ აუშენებიათ და მათ იმხანად ქრისტიანობის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ. ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი სიტყვები შეურაცხმყოფლად შეაფასა, აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო საბჭომ კი მოსკოვის საპატრიარქოსგან შეფასება მოითხოვა.

გუნბა მოსკოვში სერგეი კირიენკოსაც შეხვდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის - აფხაზეთში რუსული „Большая перемена“-ს მსგავსი სასკოლო კონკურსის ჩატარებაზე.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
ევროკომისიის სპიკერი: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის
ინაშვილი კობახიძეს-რატომ ხურავთ სასამართლოს რა არის აქ დასამალი თუ იმას შიშობთ, რომ ღარიბაშვილი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამას ხალხი გაიგებს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics