18:11 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-09 17:55:08, 384 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიის სპიკერი: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის

ევროკომისიის სპიკერმა, გიომ მერსიემ ყოველდღიურ ბრიფინგზე დაადასტურა, რომ EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება მიწვეული არ არის. მისივე ცნობით, დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მეორე მინისტერიალზე საქართველო უფრო დაბალი დონით არის მიწვეული, ვიდრე სხვა ქვეყნები. ინფორმაციას "ევროსკოპი" ავრცელებს.

შეგახსენებთ, EU-ს გაფართოების ფორუმი 15-16 ნოემბერს, დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მეორე მინისტერიალი კი 16 ნოემბერს — ბრიუსელში გაიმართება.

4 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გადასცა ანგარიში 2026 წლის გაფართოების შესახებ. ანგარიში ჩაიბარა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ზურაბაშვილმა, რომელიც ამავდროულად დაინიშნა პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში.

ევროკომისიამ გააფრთხილა საქართველო, რომ ქვეყანა კვლავ კარგავს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ სარგებელს, ხოლო გაწევრიანების პროცესი „ფაქტობრივად შეჩერებულია“. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში ქვეყანაში მიმდინარე „უკუსვლასა“ და დემოკრატიული მდგომარეობის გაუარესებაზეა საუბარი.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის
ინაშვილი კობახიძეს-რატომ ხურავთ სასამართლოს რა არის აქ დასამალი თუ იმას შიშობთ, რომ ღარიბაშვილი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამას ხალხი გაიგებს?
მიკრობანკებს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც შეეძლებათ - კანონპროექტი
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics