|
2026-11-09 18:22:50, 418 ნახვა
პოლიტიკა
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მზადაა გამოძიების ყველა შეკითხვას გასცეს პასუხი ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრის ნანა ყეინიშვილის საქმეზე, თუმცა ჯერჯერობით პროკურატურას მისთვის არ მიუმართავს. 9 ნოემბერს, - გამოძიების დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, - ნათია თურნავა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, - რაც რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებას მოჰყვა, - და თქვა: „მინდა დაგიდასტუროთ, რომ თუკი ვინმე არის დაინტერესებული იმით, რომ დროულად გაირკვეს სიმართლე, ეს არის, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი, ჩვენი ბორდი და პირადად მე იმიტომ, რომ ჩვენი რეპუტაციული სტანდარტი არის საკმაოდ მაღალი“, - განაცხადა მან. „როგორც კი ხელთ მოგროვდა საჩივრები და საეჭვო ფაქტები, თავად ჩვენი ინიციატივით გადავაგზავნეთ ეს სამართალდამცავ ორგანოებში, პროკურატურაში, სადაც აღიძრა საქმე. ეს გავაკეთეთ ბევრად ადრე, ვიდრე ეს ფაქტები საჯარო გახდებოდა“, - თქვა ნათია თურნავამ. „თუ ამ პროცესში საჭირო იქნება რაიმე დამატებითი დოკუმენტაციის მიწოდება გამოძიებისთვის, ან კითხვებზე პასუხის გაცემა, ნებისმიერი ჩვენგანი, ისევე როგორც ნებისმიერი საჯარო მოხელე, ვალდებულები ვართ ვითანამშრომლოთ და მეც პირადად ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება. ჯერჯერობით არ მოუმართავთ“, - განაცხადა სების პრეზიდენტმა.
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
ევროკომისიის სპიკერი: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის
ინაშვილი კობახიძეს-რატომ ხურავთ სასამართლოს რა არის აქ დასამალი თუ იმას შიშობთ, რომ ღარიბაშვილი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამას ხალხი გაიგებს?
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)