|
2017-06-07 18:29:49, 2124 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით კონფერენცია გაიმართა
ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, საქართველოს სახელმწიფო მართვის ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და იუსტიციის სამინისტრომ კონფერენცია: ,,სამართლებრივი დაახლოების პარადიგმა ევროკავშირ-საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფონზე“ გამართეს. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებთან - „ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა" და „საკანონმდებლო ზემოქმედების შეფასება, კანონშემოქმედებითი პროცესი და წარმომადგელობითი უნარების გაძლიერება" - მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარდა. კონფერენციაზე ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება ასოცირების შესახებ შეთანხმების პარალელურად, საქართველოს ევროკავშირთან სამართლებრივად დაახლოებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ,,ჩვენ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარალელურად ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს ევროკავშორთან სამართლებრივად დაახლოებას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებლობასთან ჰარმონიზირება უნდა მოხდეს მაქსიმალურად ახლოს და დროშიც უნდა მოვახერხოთ, რომ დავვახლოვდეთ კანონმდებლობის თვალსაზრისით ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და სწორედ ამ ორ პარალელურ რეჟიმს განვიხილავთ ექსპერტებთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. მინდა გითხრათ, რომ მეთოდოლოგიური და სახელმძღვანელო დოკუმენტი ევროკავშირთან და ექსპერტებთან ერთად შემუშავებული გვქვს და ახლა ამას სჭირდება, რომ ყველა სახელმწიფო უწყება მაქსიმალურად გაეცნოს, მაქსიმალურად იქონიოს მხედველობაში იქ გათვალისწინებული რეკომენდაციები და აქედან გამომდინარე, მერე გაუწიონ მონიტორინგი ამ პროცესს. ჩვენ 2014-2015-2016 წლების როგორც ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით, ასევე საკანონმდებლო დაახლოების თვალსაზრისით დიდი ნაბიჯები გადავდგით, მათ შორის 40 საკანონმდებლო ინიციატივა იყო პარლამენტში, 70 მდე დირექტივა თვითონ ხელისუფლებამ მიიღო, ამიტომ საკმაო ნაბიჯებია გადადგმული უკვე წინ, ფუნდამენტი კარგი გვაქვს გამზადებული, რათა მომავალში ეს მრავლისმომცველი სამუშაო გავაგრძელოთ”, - განაცხადა სახლმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. კონფერენციის მიზანი იყო, მონაწილეები გაცნობოდნენ მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის როლს სამართლებრივი დაახლოების პროცესში, საქართველო- ევროკავშირის ასოცორების შეთანხმების წარმატებული განხორციელების საფუძვლებს. კონფერენციის მეორე სამუშაო დღეს საუბარი შეეხება რეგულირების ზეგავლენის შეფასებას, როგორც უკეთესი ხარისხით დაგეგმვისა და კანონშემოქმედების ინსტრუმენტს სამართლებრივი დაახლოების კონტექსტში. ღონისძიებაზე მონაწილეებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, ისაუბრონ სამართლებრივი ლექსიკონისა და ხარისხიანი თარგმანის, როგორც სამართლებრივი დაახლოების უზსრუნველყოფის მნიშვნელოვან ინსტრუმენტზე.
(NS)
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
ევროკომისიის სპიკერი: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის
ინაშვილი კობახიძეს-რატომ ხურავთ სასამართლოს რა არის აქ დასამალი თუ იმას შიშობთ, რომ ღარიბაშვილი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამას ხალხი გაიგებს?
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)