|
2017-06-07 14:54:32, 2066 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დღეს უშიშროების საბჭოს საქმე არ აქვს
საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური კანონის პროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. დღეს, კონსტიტუციური კანონის პროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე წარადგინა. კომიტეტის სხდომაზე კონსტიტუციური ცვლილებების ის ნაწილი განიხილეს, რომელიც სწორედ თავდაცვასა და უშიშროებას ეხება. გამოითქვა შენიშვნა პროექტში არსებულ ჩანაწერთან დაკავშირებით-„სამხედრო და სხვა შეიარაღებული ძალები“ და აღინიშნა, რომ უმჯობესია, „სხვა შეიარაღებული ძალები“ შეიცვალოს „თავდაცვის ძალებით“. ამასთან, საკმაოდ აქტიური მსჯელობა მოჰყვა ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხს. პარლამენტის თავმჯდომარეს, კონსტიტუციურ ცვლილებებზე მომუშავე კომისიის ხელმძღვანელ ირაკლი კობახიძესა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს შორის მცირე კამათიც მოხდა. დავით რაქვიაშვილი უშიშროების საბჭოს გაუქმებას ეწინააღმდეგება. „საქმე არ აქვს დღეს უშიშროების საბჭოს, გამომდინარე იმ რეგულაციებიდან, რომელიც არის წარმოდგენილი დღეს კონსტიტუციაში იმიტომ, რომ ისეთი კომპეტენცია აქვს მინიჭებული უშიშროების საბჭოს, რომელიც რეალურად ვერ განხორციელდება უშიშროების საბჭოს მიერ. აქედან გამომდინარე, უშიშროების საბჭოს რეალურად საქმე არ აქვს. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. აბსოლუტურად არაეფექტურია ორგანო. მე ვარ თვითონ უშიშროების საბჭოს წევრი, ვმონაწილეობ მის სხდომებში და ვიღებ ინორმაციებს უშიშროების საბჭოდან, ეს ორგანო უნდა გაუქმდეს და ჩანაცვლდეს ეროვნული თავდაცვის საბჭოთი, როომელიც იქნება ქმედითი ორგანო და უზრუნველყოფს საერთო კოორდინაციას საომარი მდგომარეობის დროს. მე მომიწია შენიშვნის მიცემა უშიშროების საბჭოს მდივნისთვის და იმის შეხსენება, რომ საქართველოს პრლამენტის წევრი არის სახელწმიფო პოლიტიკური პირი და უშიშროების საბჭოს მდივანი, არ არის სახელმწიფო პოლიტიკუირ თანამდებობის პირი, სამწუხაროდ ეს არ იციან უშიშროების საბჭოში“,-აღნიშნა კობახიძემ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი არ დაეთანხმა განცხადებას, რომ დღეს უშიშროების საბჭოს საქმე არ აქვს. მიმდინარე კვირის განმავლობაში კონსტიტუციური კანონის პროექტის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რის შემდეგაც კონსტიტუციური კანონის პროექტს კანონმდებლები პირველი მოსმენით, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)