|
2017-06-06 13:28:19, 2273 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: შეხვედრაზე ბევრმა გამოთქვა აზრი, რომ პრეზიდენტი 2018 წელს არაპირდაპირი წესით უნდა იქნას არჩეული
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდში პრეზიდენტის არჩევის წესი, განხილვის საგანი კიდევ ერთხელ იქნება. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ კომპრომისს აზრი ეკარგება, მაშინ შესაძლებელია არაპირდაპირი გზით არჩევის სისტემაზე გადასვლა. თუმცა, მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გუნდში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. "შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ უმრავლესობის შეხვედრაზე ბევრი აზრი იყო დაფიქსირებული, იმასთან დაკავშრებით, რომ პრეზიდენტი 2018 წელს არაპირდაპირი წესით უნდა იქნას არჩეული. კონკრეტულ პირებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ეს აზრი სხვადასხვა ადამიანებმა დააფიქსირეს. ამის არგუმენტი იყო ის, რომ როცა კომპრომისს აზრი ეკარგება, მაშინ შესაძლებელია იმ სისტემაზე პირდაპირ გადავიდეთ, რაც კლასიკური გაგებით, საპარლამენტო მოდელისთვის სწორია. უმრავლესობაში საკითხი განხილვის საგანი კიდევ ერთხელ იქნება", - აღნიშნა მდინარაძემ. დეპუტატის განმარტებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით ამოქმედების საკითხი მოქმედ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არ ეხება. "დამერწმუნეთ, რომ არც ერთი პერსონა არ არის სუბიექტი რაიმე ცვლილების. ცვლილების მიზანი დემოკრატია, განვითარება და პროგრესია. ეს საკითხი ისე უნდა გადავწყვიტოთ, როგორც ქვეყანას და დემოკრატიას გამოადგება", - აღნიშნა მდინარაძემ. ცნობისთვის, კონსტიტუციური პროექტის მიხედვით, პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი წესით მოხდება და მას 300 ხმოსანი აირჩევს.
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
ევროკომისიის სპიკერი: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის
ინაშვილი კობახიძეს-რატომ ხურავთ სასამართლოს რა არის აქ დასამალი თუ იმას შიშობთ, რომ ღარიბაშვილი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამას ხალხი გაიგებს?
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)