|
2017-06-03 15:01:45, 2194 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აბაშიშვილი: აშშ-ის ელჩი პანკისის ხეობაში პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პანკისის ხეობაში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩები გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, ადგილზე ელჩები იმ პროექტებს გაეცნენ, რომლებიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება. „პრეზიდენტთან ერთად, იან კელი, ისევე როგორც იანოშ ჰერმანი, იმყოფებოდნენ პანკისის ხეობაში, სადაც ჰქონდათ შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან, ასევე გავეცანით იმ პროექტებს, რომლებიც პანკისის ხეობაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. შეგახსენებთ გუშინ, თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა, ტრისტან წითელაშვილმა თსუ-ში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩი საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ერევა და პანკისის ხეობაში, სირიიდან დაბრუნებულ ტერორისტებს შეხვდა: ”საქართველოს მთავრობა დღეს ამერიკის საელჩოს და ამერიკის ელჩის მძევალია. ელჩმა იმ დონეზე ითავხედა, რომ პანკისის ხეობაში ავიდა და სირიიდან დაბრუნებულ ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლ ტერორისტებს შეხვდა", - აღნიშნა წითელაშვილმა. წითელაშვილის ბრალდებას აშშ-ის ელჩი დღეს გამოეხმაურა: „მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა უსაფუძვლო ბრალდებას ვუპასუხო. მე პანკისის ხეობაში მხოლოდ ერთხელ ვარ ნამყოფი, პრეზიდენტ მარგველაშვილთან ერთად. ქალაქში სულ ნახევარი საათით ვიმყოფებოდით, ეს რამდენიმე წლის წინ იყო. მე საქმიანობის სრული გამჭვირვალობის მჯერა, ვფიქრობ, მთავრობაც ასე უნდა მოქმედებდეს. ყველაფერი რასაც ვაკეთებ საჯაროა და შუქდება. მე მხარს ვუჭერ საქართველოს რეფორმების პროცესს, საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და განვითარებას. ზოგადად, ჩემი მთავრობა ტერორიზმისა და ექსტრემიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ებრძვის”, - განაცხადა იან კელიმ.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)