17:53 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-09 17:37:23, 366 ნახვა

ეკონომიკა
მიკრობანკებს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც შეეძლებათ - კანონპროექტი

ივანიშვილის პარლამენტს კომერციული ბანკებისა და მიკრობანკების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს. კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, შოთა ბერეკაშვილმა იმ სიახლეების შესახებ ისაუბრა, რაც მიკრობანკებს ცვლილებების მიღების შემდეგ შეეხებათ.

"მიკრობანკებისთვის სესხის მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაცემის ვალდებულება უქმდება. შესაბამისად, მიკრობანკებს უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაც შეეძლებათ. ამ შესაძლებლობის გამოყენებას თან უნდა ახლდეს სავალუტო რისკების სათანადო შეფასება და პასუხისმგებლიანი დაკრედიტება. 

მიკრობანკების შემთხვევაში ლიცენზირების პროცედურები იხვეწება და პორტფელის ფორმირების მოქნილობა იზრდება. სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხების მინიმალური წილი 70%-დან 50%-მდე მცირდება. ბიზნესთან კავშირი მიკრობანკების საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება, თუმცა სხვა მომხმარებლების დაფინანსების შესაძლებლობებიც ფართოვდება. 

მიკრობანკებისთვის საფინანსო ბაზარზე საშუამავლო მომსახურების შესაძლებლობა ფართოვდება. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობითა და შესაბამისი კანონის მოთხოვნების დაცვით, მიკრობანკებს საბროკერო კომპანიებისთვის ნებადართული საქმიანობის განხორციელება შეეძლებათ. ეს მომხმარებლებისთვის შეთავაზებულ მომსახურებებს უფრო მრავალფეროვანს გახდის. 

მიკრობანკებისთვის უძრავი ქონების იჯარით გაცემის უფლება ფართოვდება და ზუსტდება. ამ საქმიანობის პირობები კომერციული ბანკებისთვის გათვალისწინებულ წესებთან შესაბამისობაში მოვა და ორივე ტიპის ინსტიტუტისთვის ერთიანი ნორმა იმოქმედებს. 

ერთ მსესხებელზე ლიმიტი მილიონი ლარიდან 2 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ეს ეხება ურთიერთდაკავშირებულ მსესხებელთა ჯგუფისთვის კრედიტირებისა და სხვა ვალდებულებების მაქსიმალურ ჯამურ ოდენობასაც". - თქვა ბერეკაშვილმა კანონპროექტის წარდგენის დროს. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში 2 ლიცენზირებული მიკრობანკია - კრისტალი და ემბისი.

კანონპროექტით, ცვლილებები შევა კომერციული ბანკებისთვის ლიცენზირების მიღების პროცედურაშიც.

"კომერციული ბანკებისთვის საბანკო საქმიანობის ლიცენზირებისას დოკუმენტაციის წარდგენის ტვირთი მცირდება. ყველა მცირე აქციონერის შესახებ დეტალური დოკუმენტაციის ნაცვლად, მოთხოვნა კონცენტრირებული იქნება მნიშვნელოვანი წილის მფლობელებზე. ამავე დროს, ეროვნულ ბანკს კვლავ ექნება სრული ინფორმაცია მფლობელებისა და ჯგუფის სტრუქტურის შესახებ". - თქვა ბერეკაშვილმა.

ასევე, კანონპროექტში წერია, რომ "ფართოვდება სანდო უცხოური ბანკების შემოსვლის შესაძლებლობა".

"გამარტივებული ლიცენზირების შესაძლებლობა მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ვიწრო ჩამონათვალზე მიბმული აღარ იქნება. სანდო ქვეყნების ნუსხას, მათი განსაზღვრს პრინციპებსა და მისაღები რეიტინგის დონეს ეროვნული ბანკი განსაზღვრავს". - წერია კანონპროექტში.

კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტბმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირეს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მიკრობანკებს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც შეეძლებათ - კანონპროექტი
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა
10 ნოემბერს საქართველოს ბანკი მშობლებისთვის ვებინარს მართავს: მომავლის პროფესია, განათლება და მშობლის როლი AI-ის ეპოქაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics