|
2017-06-02 16:54:31, 2261 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: თბილისის ცენტრში თუკი ნიღბიანი ხალხი ადამიანს იტაცებს, შეუძლებელია, არ გვყავდეს მოწმეები
„იმის თქმა, რომ აფგან მუხთარლი იდევნებოდა, რაღაცას იკვლევდა ან არ იკვლევდა, ცოტა გამიჭირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა “TV პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აფგან მუხთარლის ლტოლვილთა სამინისტროსთვის, მის სავარაუდო დევნასთან დაკავშირებით, არ მიუმართავს. „ეს ადამიანი 2 წელია ცხოვრობს საქართველოში, და ამ ორი წლის განმავლობაში მას არც ერთხელ მოუმართავს ჩვენთვის. ამ შემთხვევაში ჩვენი სამინისტრო არის უშუალოდ პასუხისმგებელი ამ თემაზე, რომ მას დევნიან და ამის გამო ის ითხოვს ლტოლვილის სტატუსად თავშესაფარს. მას არ მიუმართავს გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარისთვის, რომლის ამიერკავკასიის ოფისი ასევე არის თბილისში. შეეძლო მიემართა რომელიმე საელჩოსთვის. აქედან აპრიორი თქმა იმის, რომ ეს ადამიანი იდევნებოდა, რომ რაღაცას იკვლევდა, ან არ იკვლევდა, ცოტა გამიჭირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ“,- აღნიშნა სუბარმა. გარდა ამისა, სუბარის თქმით, სანამ გამოძიება მიმდინარეობს, რთულია იმის თქმა მოხდა თუ არა ჟურნალისტის გატაცება. "სანამ გამოძიება არ იტყვის, რომ მოხდა მოტაცება, მე ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ რა თქმა უნდა, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება. რომ ვთქვა ეს არ მომხდარა, სანამ გამოძიება არ არის დასრულებული, არასერიოზული იქნება, ან მოხდა ისე, როგორც ხდება ხოლმე. ადამიანი ჯდება მანქანაში მიდის "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტში. რატომ მიდის, რას საქმიანობდა ეს ადამიანი, მე არ ვიცი, ჟურნალისტი იყო, კი ბატონო ვეთანხმები, მაგრამ იქნებ კიდევ რაღაც სხვა ურთიერთობები ჰქონდა, რატომ გადავიდა, ჰქონდა თუ არა ეს ფული ადგილზე, ეს ყველაფერი ადვილად გადასამოწმებელი არ არის, მაგრამ გამოსაძიებელია. თბილისის ცენტრში თუკი ნიღბიანი ხალხი ადამიანს იტაცებს, მიჰყავთ საზღვარზე, გადადის ჩვენ საზღვარზე, შეუძლებელია ეს არ დაინახოს რამდენიმე ასეულმა თუ არა, ათეულმა ადამიანმა, და არ გვყავდეს მოწმეები", - განაცხადა ლტოლვილთა მინისტრმა. რაც შეეხება ე.წ. მწვანე ზოლს, საიდანაც სავარაუდოდ შესაძლებელი იყო ჟურნალისტის გადაყვანა, სუბარმა განმარტა, რომ საქართველოს საზღვარი მეზობელ ქვეყნებთან ასეულ კილომეტრს შეადგენს და მას იცავენ მესაზღვრეები, თუმცა ისინი ყველგან არ დგანან. „საზღვარზე ხდება პატრულირება, იქ არის ორივე მხრიდან სასაზღვრო დაცვა, გადასვლა არ არის ადვილი, მაგრამ არის შესაძლებელი. ასეთი რამ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ხდება. ათასობით და მილიონობით ადამიანი შედის ყოველწლიურად აშშ-ში, რომლის საზღვარი გაცილებით უკეთაა დაცული, ვიდრე ჩვენი, ევროპის ქვეყნებში და საბჭოთა კავშირშიც კი, რომელიც იყო ცარიელი საზღვარი. ასე რომ ნუ გამოვრიცხავთ იმას, რომ ეს შესაძლოა მოხდა საქართველოს საზღვარზეც“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
ევროკომისიის სპიკერი: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის
ინაშვილი კობახიძეს-რატომ ხურავთ სასამართლოს რა არის აქ დასამალი თუ იმას შიშობთ, რომ ღარიბაშვილი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამას ხალხი გაიგებს?
მიკრობანკებს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც შეეძლებათ - კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)