|
2017-06-02 12:32:34, 2234 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრეზიდენტი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე: მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ კი, ხდება ამ პრობლემის „ჩაფარცხვა“
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ხშირად ხდება ისე, რომ გარკვეული პრობლემური საკითხი საბოლოოდ „იფუთება“ და ხდება ამ პრობლემის „ჩაფარცხვა“. პრეზიდენტმა „ელ-ცენტროში“, ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და შესაბამისი უწყებებისგან პასუხები მოითხოვა. მისი თქმით კონკრეტულ ფაქტებზე, ინსტიტუტების მხრიდან პასუხგაუცემლობა და ამ ფაქტების გამოუძიებლობა, ინსტიტუტების და ზოგადად ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის. “უკვე მერამდენედ მიხდება სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა, იმ ვითარებაში როდესაც სამწუხაროდ რაღაცა გაუგებრობებთან გვაქვს საქმე. რაც მოხდა რამდენიმე კვირის წინ, ამას სჭირდება ნათელი და პირდაპირი პასუხი. ჩვენ დღეს ვხედავთ სამწუხაროდ ერთი და იგივე ტენდენციას. მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა, გადაპიარება თუ რა შეიძლება ამას დაერქვას და ამის მერე ვხედავთ იმას, რომ არა მარტო კონკრეტული პრობლემები პასუხგაუცემელია საზოგადოებაში, არამედ კითხვის ნიშნები ისმის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დაცულობასთან მიმართებაში. დღეს, როდესაც გავიდა რამდენიმე კვირა და არანაირი პასუხი არ არსებობს კომიკური პიარ ომის გარდა, მე ვკითხულობ, როდემდე უნდა ველოდოთ პასუხებს ამ თემებზე. ნებისმეირ ასეთ სიტუაციაში ჩვენს სამართალდამცავებს, სადაც მუშაობს ათასობით კვალიფიციური კადრი, ჩვენ მივეცით მათ მაღალი ლეგიტიმაცია, მივეცით მათ უფლება ატარონ გამოძიება, რეალურად გაეცნონ, რა მოხდა და როგორ მოხდა. ვიდო კასეტებით ომი კი არ უნდა იყოს, აქ სახელმწიფო ინსტიტუტის დაცვა უნდა იყოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის იმიჯი, რომელზეც პასუხისმგებელი ვართ ჩვენ მოქალაქეებთან და ქვეყნის გარეთ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
ევროკომისიის სპიკერი: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის
ინაშვილი კობახიძეს-რატომ ხურავთ სასამართლოს რა არის აქ დასამალი თუ იმას შიშობთ, რომ ღარიბაშვილი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამას ხალხი გაიგებს?
მიკრობანკებს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც შეეძლებათ - კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)