18:31 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-01 11:36:32, 1162 ნახვა

საზოგადოება
ვერცხლის მოვაჭრეები „ბავშვთა სამყაროში“ შესვლასა და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ

ვერცხლისა და მინანქრის ნაკეთობებზე მოვაჭრეები სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ შესვლასა და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ. 

მოვაჭრეების განცხადებით, მათი ნივთები დახლზე ინახებოდა და არა სპეციალურ საცავებში. შესაბამისად, იმედი არ აქვთ, რომ მათგან რაიმე ნივთი გადარჩა. 

როგორც ისინი აცხადებენ, ვერცხლი დაიწვა, ჯართად იქცა და ნაგავშია არეული.

მოვაჭრეების თქმით, ვერცხლი სეიფებში არ ინახებოდა. 

"სეიფებზე გადასახადი იყო ძალიან დიდი, ხოლო თვითონ სათავსოები იყო პატარა, რის გამოც მანდ მხოლოდ ოქროს შენახვას ვახერხებდით. ვერცხლი მთლიანად განადგურდა", - აცხადებენ დაზარალებული მოვაჭრეები. 

„ბავშვთა სამყაროს“ ტერიტორიაზე ხანძარი ორი დღის წინ, ღამის 3 საათზე გაჩნდა. დამწვარია 15 000 კვადრატული მეტრის ფართი. ადგილზე დასაქმებული მოვაჭრეები ხანძრის ხელოვნურად გაჩენის ფაქტს არ გამორიცხავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველა კითხვას გავცემ პასუხს, თუ ასეთი იქნება, ჯერჯერობით არ მოუმართავთ - თურნავა ყეინიშვილის საქმეზე
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
ევროკომისიის სპიკერი: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის
ინაშვილი კობახიძეს-რატომ ხურავთ სასამართლოს რა არის აქ დასამალი თუ იმას შიშობთ, რომ ღარიბაშვილი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამას ხალხი გაიგებს?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics