2017-01-31 10:49:34, 1043 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ საკითხთან დაკავშირებით მერიაში თათბირი გაიმართება
„ბავშვთა სამყაროს“ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიაში დღეს საკოორდინაციო თათბირი გაიმართება.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს.
თათბირს თბილისის მერი დავით ნარმანია უხელმძღვანელებს და მას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ მასშტაბური ხანძარი „ბავშვთა სამყაროში“ გუშინ დილის 3 საათზე გაჩნდა. 10 ათასზე მეტი კვადრატული მეტრის ფართობი მთლიანად განადგურდა. ჩამონგრეულია შენობის ნაწილი. ზარალი დიდია, ზიანი1000 -ზე მეტ მეწარმეს მიადგა.
დაზარალებულები ტერიტორიაზე შესვლას და საკუთარი ქონების გამოტანას ცდილობდნენ, თუმცა საშიშროების გამო, სამაშველო სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან