|
2017-01-30 17:06:43, 977 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარი გორში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იოსებ ოქრომელიძემ და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გორში დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების მიზნით მიმდინარე სამშენებლო სამუშოები მოინახულეს და დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართეს. 2017 წელს გორში ბინა 509 დევნილ ოჯახს გადაეცემა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა და განსახლების მინისტრი ეგრეთ წოდებული „ტურბაზისა“ და სასტუმრო „ქართლის“ ჩასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს სამინისტროში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით მიმდინარე პროექტებისა და დაგეგმილი რეფორმის შესახებ ესაუბრა. უწყების ინფორმაციით, სოზარ სუბარმა დევნილებს „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში“ შესატანი ცვლილებებიც გააცნო. მინისტრის N320 ბრძანებაში კრიტერიუმების ცვლილების შედეგად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი კიდევ უფრო სამართლიანი და დევნილთა საჭიროებებზე მორგებული გახდება. ცვლილებების თანახმად, დევნილ ოჯახს რომელსაც ორი არასრულწლოვანი წევრი ჰყავს 1ქულა მიენიჭება, სამ არასრულწლოვან წევრზე 2 ქულა, ოთხ არასრულწლოვან წევრზე სამი ქულა, ხოლო ყოველი მომდევნო არასრულწლოვანი წევრის შემთხვევაში დამატებით 0,5 ქულა. ამ დრომდე, დევნილ ოჯახს 1 ქულა ენიჭებოდა იმ შემთხვევაში თუ ოჯახში იყო სამი არასრულწლოვანი წევრი, ხოლო ყოველ მომდევნოზე არასრულწლოვან წევრზე დამატებით მხოლოდ 0,5 ქულა. კრიტერიუმებში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ოჯახი რომლის წევრიც იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ომის ვეტერანი და გარდაეცვალა მიიღებს 1,5 ქულას. ამ დრომდე, ასეთი კრიტერიუმი არ არსებობდა. დევნილი ოჯახი, რომლის წევრიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში გარდაიცვალა და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი, 2 ქულის ნაცვლად, მიიღებს 3 ქულას. ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგალის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა. ასევე, ოჯახი, რომლის წევრიც არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლის ვეტერანი და მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის ორდენი 2 ქულის ნაცვლად მიიღებს 3 ქულას. ასევე ნახევარი ქულით გაიზარდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, დავით აღმაშენებლის ორდენსა და ვახტანგ გორგალის ორდენზე მინიჭებული ქულების რაოდენობა. დევნილი ოჯახს, რომელიც რეგისტრირებულია თბილისში და „სოფლად სახლის შესყიდვის“ პროექტის ფარგლებში, შეავსებს განაცხადს დამატებით მიენიჭება 2,5 ქულა. დევნილ ოჯახს შესაძლებლობა აქვს საცხოვრებელი სახლი, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიოს. გარდა ამისა, 2013 წლის 1 ივნისამდე თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახს, 2 ქულის ნაცვლად, მიენიჭება 2,5 ქულა, თუ იგი განაცხადს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე შეავსებს. (NS)
ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტს მონათვლას ულოცავენ
ევროკომისიის სპიკერი: EU-ს გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის
ინაშვილი კობახიძეს-რატომ ხურავთ სასამართლოს რა არის აქ დასამალი თუ იმას შიშობთ, რომ ღარიბაშვილი თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამას ხალხი გაიგებს?
მიკრობანკებს სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც შეეძლებათ - კანონპროექტი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)