2017-01-30 09:45:39, 1047 ნახვა
საზოგადოება
2 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე უმეტესად ნალექიანი და ცივი ამინდებია მოსალოდნელი
2 თებერვლის ჩათვლით როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში უმეტესად ნალექიანი და ცივი ამინდებია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დედაქალქ თბილისში შესაძლებელია მცირე თოვლი, ჰაერის ტემპერატურა -3 გრდუსი იქნება. 31 იანვარს მოთოვს და 0 გრადუსს პროგნოზირებენ, 31 იანვარს და 1-2 თებერვალს 0 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი.
აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 2 თებერვლის ჩათვლით ასევე თოვლს პროგნოზირებენ. ანალოგიურად, თოვლია მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოშიც. მაღალ მთიან ადგილებში ტემპერატურა მკვეთრად დაიწევს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან