17:29 - 25 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-25 17:09:54, 221 ნახვა

ეკონომიკა
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო

გამართული ავტოპარკი ბიზნესოპერაციების უწყვეტობისა და კომპანიის სტაბილური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ „თეგეტა ბიზნესმა“ კორპორაციულ მომხმარებლებს, რომელთა საქმიანობაც სატვირთო ავტომობილებს, მიკროავტობუსებსა და სპეცტექნიკას უკავშირდება, Black Friday-ს კვირეულის ფარგლებში, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა.

29 ნოემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ბიზნესებს ავტოპარკის ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად აუცილებელი და მოთხოვნადი საავტომობილო პროდუქტის შეძენა შეღავათიან ფასად შეუძლიათ. შეთავაზებები მოიცავს აკუმულატორებს, საბურავებსა და ანტიფრიზებს, ფასდაკლებები კი პროდუქტის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული და საოპერაციო მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „წელსაც გადავწყვიტეთ, Black Friday-ს კვირეულს კორპორაციული მიმართულებითაც შევერთებოდით და სატვირთო ავტომობილების, მიკროავტობუსებისა და სპეცტექნიკის მფლობელი ბიზნესებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდუქტი განსაკუთრებული პირობებით შეგვეთავაზებინა. სეზონური მომზადებისას აქცენტი ხშირად მსუბუქ ავტომობილებზე კეთდება, თუმცა ზამთრისთვის ავტოპარკის გამართვა არანაკლებ მნიშვნელოვანია კომერციული ტრანსპორტისთვისაც. ამ ტიპის ავტომობილების გაუმართაობა შესაძლოა, დამატებით ხარჯებთან და ბიზნესოპერაციების შეფერხებასთან იყოს დაკავშირებული.

მაგალითად, აკუმულატორის ან საჭირო ტექნიკური სითხეების დროულად შეცვლა როგორც უსაფრთხოებისთვის, ისე გაუთვალისწინებელი დანახარჯების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია. ამასთანავე, კარგად გვესმის, რომ საბურავები სპეცტექნიკისა და დიდი ავტოპარკების მფლობელი კომპანიებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარჯია. შეთავაზებების დაგეგმვისას ეს ფაქტორიც გავითვალისწინეთ. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს ავტოპარკის სეზონურად მომზადება გავუმარტივოთ და კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნიკის გამართული მუშაობა ბიზნესის განვითარების უწყვეტობისთვის“.

Black Friday-ს ფარგლებში, „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებლებს სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილი VARTA-ს აკუმულატორების შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება საბურავებზეც — მიკროავტობუსის C კატეგორიის საბურავებზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. რაც შეეხება სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის განკუთვნილ საბურავებს, Westlake-სა და Forerunner-ის მოდელებზე მომხმარებლებს სპეციალური ფასები დახვდებათ.

შეთავაზებები ითვალისწინებს ანტიფრიზების სპეციალურ ფასებსაც. სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შეძენისას, 50 და მეტი ლიტრის შემთხვევაში, მომხმარებლებს თითო ლიტრზე სპეციალური ფასებით სარგებლობა შეუძლიათ.

Black Friday-ს შეთავაზებები კორპორაციული მომხმარებლებისთვის მხოლოდ მძიმე და სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტით არ შემოიფარგლება. „თეგეტა ბიზნესი“ შეღავათიან პირობებს სთავაზობს იმ კომპანიებსაც, რომლებიც ბიზნესპროცესებში მსუბუქ ავტომობილებს იყენებენ, მათ შორის თანამშრომლების გადაადგილებისა და სხვა საჭიროებებისთვის.

30 ნოემბრის ჩათვლით, მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით, საბურავებზე, ზეთებზე, აკუმულატორებზე, ავტონაწილებსა და სხვა პროდუქტებზე 40%-მდე ფასდაკლება მოქმედებს:

  • Bridgestone-ის საბურავებზე ფასდაკლება 25%-ს შეადგენს, სხვა ბრენდების საბურავებზე კი – 20%-ს.
  • Petronas-ის ზეთების შეძენა მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ, სხვა ბრენდების ზეთებზე კი ფასდაკლება 25%-ია. გარდა ამისა, 20%-იანი ფასდაკლება ვრცელდება ფილტრებზე.
  • Energizer-ის აკუმულატორებზე ფასდაკლება 40%-ს შეადგენს, Macpower-ის აკუმულატორებზე – 15%-ს, სხვა ბრენდების აკუმულატორებზე კი – 25%-ს.
  • ATE-ის ავტონაწილების შეძენა მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ, სხვა ბრენდების ავტონაწილებზე კი 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.
  • 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს დანადგარებზე, G10701 ჯგუფის გარდა.
  • TOTAL-ის ინსტრუმენტების შეძენა მომხმარებლებს 40%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ, სხვა ბრენდების ინსტრუმენტებზე კი ფასდაკლება 25%-ს შეადგენს.

„თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებლებს სთავაზობს სატვირთო ავტომობილებს, მიკროავტობუსებსა და სპეცტექნიკას, ასევე მათთვის საჭირო საავტომობილო პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს. მათ შესაძლებლობა აქვთ, შეარჩიონ პროდუქცია 300-ზე მეტი ბრენდისა და 150 000-ზე მეტი დასახელების ფართო ასორტიმენტიდან, ისარგებლონ მობილური ჯგუფების სერვისებით, ონლაინდაჯავშნითა და პერსონალური მენეჯერის მომსახურებით. ბიზნესების საჭიროებებზე მორგებული მომსახურება ავტოპარკების გამართულ მუშაობასა და ტექნიკური მომსახურებისთვის აუცილებელი პროცესების გამარტივებას ისახავს მიზნად. ამჟამად „თეგეტა მოტორსი“ მთელი საქართველოს მასშტაბით 35 000-მდე კორპორაციულ ორგანიზაციას ემსახურება.

შეთავაზებების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
პარტიული აქტივობის შემდეგ ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძეს ხელისუფლებამ ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა და ქონება დაუყადაღა - ფედერალისტები
საქართველოს ბანკის გადახდების მიმართულების ხელმძღვანელმა სინგაპურში GFTN-ის ფორუმზე ბანკის ინოვაციური პროდუქტები მიმოიხილა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics