16:57 - 25 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-25 16:43:40, 222 ნახვა

პოლიტიკა
პარტიული აქტივობის შემდეგ ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძეს ხელისუფლებამ ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა და ქონება დაუყადაღა - ფედერალისტები

პარტია ფედერალისტების პოლიტსაბჭოს წევრს, ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძეს 2024 წელს შიდაპარტიულ პრაიმერიზში მონაწილეობის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა და ქონება დაუყადაღა.  - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" განცხადებაშია ნათქვამი.

სიხარულიძის თქმით, 2024 წლის ივლისში, ოპოზიციური პარტიის პრაიმერიზში მისი მონაწილეობისა და კომპანიის სივრცეში საარჩევნო უბნის მოწყობიდან ათ დღეში, შემოსავლების სამსახურმა მისი სამივე კომპანიის შემოწმება დაიწყო. მანამდე მის კომპანიებში საგადასახადო შემოწმება 11 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

წელიწადნახევრის განმავლობაში ჩატარებული შვიდი შემოწმების შემდეგ, სიხარულიძის ერთ-ერთ უმოქმედო კომპანიას შემოსავლების სამსახურმა დამატებით ინვენტარიზაცია მოსთხოვა. ბიზნესმენის განცხადებით, მოთხოვნის შესრულება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. მისი შეუსრულებლობის გამო კი კომპანია ნახევარი მილიონი ლარით დააჯარიმეს.

სიხარულიძის თქმით, რადგან გაუქმებული კომპანიის დაჯარიმებით მას პერსონალურად ზიანს ვერ აყენებდნენ, შემოსავლების სამსახურმა სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, თავად სიხარულიძე ეღიარებინათ დაჯარიმებული კომპანიის ცრუმაგიერ პირად.

2026 წლის 30 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სიხარულიძე კომპანიის ცრუმაგიერ პირად აღიარა, რის შედეგადაც დაყადაღდა მისი პირადი ქონება, საბანკო ანგარიშები და კომპანიებში არსებული წილები.

საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სხდომა 2 დეკემბერს არის დანიშნული. სიხარულიძე საქართველოს სასამართლო ინსტანციების ამოწურვის შემდეგ საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.

სიხარულიძის თქმით, საგადასახადო ორგანოს მოქმედებები მისი პოლიტიკური საქმიანობისა და ხელისუფლების საჯარო კრიტიკის გამო ანგარიშსწორებას ემსახურება.

„როგორც არ უნდა სცადოს ივანიშვილის რეჟიმმა, რა უკანონო ზომებსაც არ უნდა მიმართონ ივანიშვილის მორჩილმა ინსტიტუტებმა, არ გავჩრერდები, სანამ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას არ მივაღწევთ, რათა, ერთხელ და სამუდამოდ, თავი დავაღწიოთ უსამართლობის წყევლას, რომელიც ჩვენს ქვეყანას გასაქანს არ აძლევს.

ამისთვის არსებითია, რომ 28 ნოემბერს 19:00 საათზე ბევრნი შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
პარტიული აქტივობის შემდეგ ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძეს ხელისუფლებამ ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა და ქონება დაუყადაღა - ფედერალისტები
საქართველოს ბანკის გადახდების მიმართულების ხელმძღვანელმა სინგაპურში GFTN-ის ფორუმზე ბანკის ინოვაციური პროდუქტები მიმოიხილა
27 ნოემბერს ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებებით SOLO Visa ბარათით გადახდისას და შეიძინეთ სასურველი ნივთები Black Friday-ზე
საქართველოს ბანკის კამპანიებმა ADCE-ს საერთაშორისო ფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics