18:05 - 25 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-25 13:27:22, 381 ნახვა

ეკონომიკა
ვისაც შემოსავალი ლარში აქვს, უცხოურ ვალუტაში 1,5 მლნ ლარის ეკვივალენტზე ნაკლებ სესხს ვერ აიღებს

საქართველოს ეროვნული ბანკი მომდევნო წლის 1 თებერვლიდან კიდევ უფრო ამკაცრებს უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის წესებს. გადაწყვეტილება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომაზე დღეს, 25 ნოემბერს, მიიღეს.

არსებული წესით, უცხოურ ვალუტაში სესხის აღება შესაძლებელია: ​თუკი ადამიანს ხელფასი ერიცხება იმავე ვალუტაში; თუკი თანხის მოცულობა ეკვივალენტ ლარში 1 000 000 ლარზე ნაკლებია.

2027 წლის 1 თებერვლიდან კი ადამიანს, რომელსაც ლარში აქვს შემოსავალი, უცხოურ ვალუტაში ფულის სესხება შეეძლება, თუკი 1,5 მლნ ლარის ეკვივალენტზე მეტი დასჭირდება.

„ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, ფინანსურ სექტორთან კოორდინაციითა და არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას განაგრძობს“, - წერია ბანკის განცხადებაში.

უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე შეზღუდვების დაწესება 2017 წლის 20 იანვრიდან დაიწყო. თავდაპირველად ლიმიტი 100 000 ლარი იყო, 2019 წლის 23 იანვრიდან კი 200 000 ლარამდე გაიზარდა. მას შემდეგ ეს რიცხვი მუდმივად მზარდია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებითაა დაინტერესებული
„თეგეტა ბიზნესის“ განსაკუთრებული შეთავაზებები კორპორაციულ მომხმარებლებს - Black Friday-ს კვირეული დაიწყო
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
პარტიული აქტივობის შემდეგ ბიზნესმენ გიორგი სიხარულიძეს ხელისუფლებამ ნახევარი მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა და ქონება დაუყადაღა - ფედერალისტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics