2026-11-25 13:20:53, 388 ნახვა
საზოგადოება
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა
ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცი გარდაიცვალა. ინფორმაცია „ფორმულას“ მისმა ოჯახმა დაუდასტურა.
კაცმა აფეთქების შედეგად სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა მიიღო. ის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
აფეთქება ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე მდებარე ბინაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბინაში დაგროვილი გაზი მაშინ აფეთქდა, როდესაც კაცმა გამათბობლის ჩართვა სცადა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან