|
2026-11-23 15:21:14, 215 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე, - ამის შესახებ ივანიშვილის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ ბოდბის ტაძარში განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს დედაეკლესიასა და სამშობლოს სიმტკიცეზე ზრუნვისთვის. „მადლობა მინდა გადავუხადო მღვდელმთავრებს, წმინდა სინოდის თითოეულ წევრს და ასევე თითოეულ სასულიერო პირს. თითოეული თქვენგანის, თითოეული სასულიერო პირის ღვაწლი არის განსაკუთრებული, სწორედ თქვენ უფრთხილდებით ჩვენს დედაეკლესიას და თქვენ ზრუნავთ ჩვენი დედაეკლესიის და ჩვენი სამშობლოს სიმტკიცეზე და მადლობა თითოეულ თქვენგანს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. დღეს, ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ერთიანობით და ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე და ამისათვისაც გვინდა, რომ განსაკუთრებული მადლობა შემოგწიროთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს გიორგობის დღესასწაულს, წმინდა გიორგი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, წმინდა ნინო ფარავდეს ჩვენს ქვეყანას, ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას,"- აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



