|
2026-11-23 15:18:20, 225 ნახვა
პოლიტიკა
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
პატრიარქი შიო III მიესალმება "ქართული ოცნების" ინიციატივას სუროგაციის აკრძალვაზე. როგორც მანდ დღეს, 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ქადაგებაში განაცხადა, ხელისუფლებას ამ საკითხზე მართლმადიდებლურ ეკლესიასთანაც ჰქონდა კონსულტაციები. "მინდა გამოვეხმაურო დიდი კმაყოფილებით იმ ახალ ინიციატივას, რომელიც ჩვენ ყველამ გუშინ მოვისმინეთ. ეს ეხება სუროგაციის აკრძალვას საქართველოში. ძვირფასო ძმებო და დებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ახლა არ ჩავუღრმავდები, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი, რომ სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა და ამის აკრძალვა ჩვენს ქვეყანაში იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის სულიერი და ზნეობრივი გაჯანსაღების მიმართულებით. დღეს რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ძალიან მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილების გამო და ვლოცულობთ, რომ ღმერთმა და წმინდა გიორგიმ და წმინდა ნინომ შეგაძლებინოთ, რომ ეს განახორციელოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. ამას წინ უსწრებდა რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობაც, ერთმანეთთან საუბარიც ამ პრობლემის თაობაზე და სხვა კიდევ მიმდინარე პრობლემების თაობაზე და ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენი ეს გადაწყვეტილება მომდინარეობს თქვენი ქრისტიანული მსოფლმხედველობიდან და იქიდან, რომ თქვენ გული შეგტკივათ ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანული და ტრადიციული ღირებულებების გაძლიერების და დანერგვის თვალსაზრისით", - განაცხადა პატრიარქმა. გუშინ, 22 ნოემბერს, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვაზე. მისი თქმით, გადაწყვეტილება ეფუძნება სუროგაციასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს. კირცხალია ამბობს, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს, თუმცა ეკონომიკური სარგებელი ვერ გადაწონის ამ რისკებს. „კონსულტაცია როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გვქონდა საკმაოდ აქტიურად და მიღებულია ეს გადაწყვეტილება“, – თქვა მან.
ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობა, ერთიანობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის
შიო III - სუროგაციის აკრძალვა იქნება დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ
სუროგაცია საპატრიარქოსთან შეთანხმებით და მღვდლების ინიციატივით იკრძალება
შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



