13:20 - 23 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-23 12:31:23, 268 ნახვა

სამართალი
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია

პროევროპულ აქციაზე დაკავებული რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია - მან ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. 

რეჟისორ და სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს 2025 წლის 3 თებერვალს, 2024 წლის მაისის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საქმეზე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2025 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ის პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

2025 წლის 28 აპრილს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო 2025 წლის ნოემბერში უზენაესმა სასამართლომ მისი საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო. 

უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა (მათ შორის საიამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“) საქმის წარმოებაში სამართლებრივი და პროცედურული დარღვევები გამოყვეს და განაცხადეს, რომ გამოძიება და სასამართლო განხილვა კრიტიკულ კითხვებს აჩენდა უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების სტანდარტებთან დაკავშირებით. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics