|
2026-11-23 12:25:35, 263 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები
შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს - ამბობს რეჟიმის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი საპატიმროს დატოვების შემდეგ. ის მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა. მას საპატიმრო დეკემბერში უნდა დაეტოვებინა. "სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან ბევრი რამე მაქვს სალაპარაკო. ერთს ვიტყვი, რომ ბრძოლა გრძელდება ბოლომდე. სიმართლე გითხრათ, პირველი ემოციები, რა თქმა უნდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლა, რა თქმა უნდა, არის ყველა პატიმრისთვის, არა მარტო ჩვენთვის, სინდისის პატიმრებისთვის და პოლიტპატიმრებისთვის, არამედ ყველა პატიმრისთვის არის ძალიან დიდი, ემოციური გამოსვლა, სიმართლე რომ გითხრათ. მეტ დეტალებზე ცოტა ხანში ვილაპარაკებ. […] [შეწყალების თხოვნით] არ მიმიმართავს. [...] თანამებრძოლებს იმას ვეტყვი, რომ ჯერ-ჯერობით ახლა ყველა ვართ გარეთ საჭირო. არავინ არ ვართ ციხეში საჭირო… ვეტყოდი, რომ გამოიყენონ ეგ შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ, რადგან ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები. ითხოვონ, შეწყალება დაწერონ, კი ბატონო." - აცხადებს ნიკოლოზ ჯავახიშვილი ნიკოლოზ ჯავახიშვილს თავდაპირველად ბრალად ედებოდა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილი), თუმცა სასამართლომ ბრალდება გადააკვალიფიცირა საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობად (226-ე მუხლი). იგი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში თბილისში მიმდინარე პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. გამოძიება მას აქციაზე პიროტექნიკის სროლას ედავებოდა. 2025 წლის 2 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ბრალი უფრო მსუბუქი, 226-ე მუხლით გადააკვალიფიცირა და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
ევროპულ აქციაზე დაკავებული დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი ყაველაშვილის შეწყალებით გათავისუფლდნენ
რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - ქვეყანაში არის ისეთი მდგომარეობა, რომ ქვეყანას ვჭირდებით ახალგაზრდები
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



