01:01 - 21 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-20 22:09:30, 359 ნახვა

კულტურა
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა

იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისას აღმოჩენილი ნაშთების კვლევა სააგენტომ მიმდინარე წელს დააფინანსა, რის შედეგადაც აკადემიის ეპოქის ვრცელი ინფრასტრუქტურა და მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა — მათ შორის, დემეტრე II-ის მონეტა და კერამიკული ნაწარმი გამოვლინდა.

"იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 2025 წელს აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა ნაგებობათა ნაშთები დაფიქსირდა. იმის გათვალისწინებით, რომ აღმოჩენილი ნაგებობების შესწავლა მნიშვნელოვანია კომპლექსის ისტორიისა და განვითარების დასადგენად 2026 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოვლენილი მონაკვეთის არქეოლოგიური კვლევა დააფინანსა.

გათხრების შედეგად გამოიკვეთა იყალთოს აკადემიის ეპოქის ნაგებობების ვრცელი სისტემა. არქეოლოგების წინასწარი შეფასებით, ეს ნაგებობები მონასტრის დამხმარე ინფრასტრუქტურას წარმოადგენდა და საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შუა საუკუნეების ამ უმნიშვნელოვანესი სასულიერო და საგანმანათლებლო ცენტრის მასშტაბურობასა და მნიშვნელობას.

კვლევის პროცესში გამოვლინდა მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა, მათ შორის სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაწარმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია 1280 წელს მოჭრილი დემეტრე II-ის სპილენძის მონეტა, რომელიც ობიექტის პერიოდის დაზუსტებისა და XIII საუკუნის მიწურულს კომპლექსის ეკონომიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობის შესწავლისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო იყალთოს სამონასტრო კომპლექსის სრული შესწავლისა და კონსერვაციის მიზნით ტერიტორიაზე არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს, რის შემდგომაც დაიგეგმება გამოვლენილი ნაგებობების კონსერვაცია", — წერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა
ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics