|
2026-11-20 22:04:55, 333 ნახვა
სამართალი
ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
67 წლის გელა არობელიძეს, რომელიც ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა განესაზღვრა. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ ეს განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გამოიტანა, სადაც ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობდნენ. ბრალდების მხარე სწორედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის განმარტებით, არობელიძე წარსულში ნასამართლევია, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და სავარაუდო დანაშაულის იარაღი გადაგდებული აქვს. ადვოკატები პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმნენ. დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდებულს წარსულში მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლეობა არ გააჩნია, რის გამოც ადვოკატები მისი 50 000 ლარის ოდენობის გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობით გამოვიდნენ. შეგახსენებთ, პენსიონერ ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულ გელა არობელიძეს ბრალი კლინიკაში წარუდგინეს. როგორც პროკურატურის განცხადებაში წერია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა
ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში ამერიკული და ევროპული ჯარების განლაგება შესთავაზა
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



