01:01 - 21 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-20 22:01:49, 297 ნახვა

საზოგადოება
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები - ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე - ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ ბინებს

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო „ღრმა მწუხარებას გამოხატავენ“.

განცხადებაში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს, აღნიშნულია, რომ 28 ოჯახს, რომლებიც საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა, შეუძენენ და გადასცემენ საცხოვრებელ ბინებს.

“ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებსა და სრულიად საქართველოს ამ უდიდეს ტკივილს. მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 28 ოჯახი დარჩა საცხოვრებელი სახლის გარეშე, რის გამოც მე და ჩემმა მეუღლემ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ოჯახებს შევუძენთ და გადავცემთ საცხოვრებელ ბინებს. ეს არის ის მცირედი დახმარება, რაც გვსურს გამოვხატოთ უდიდესი ტრაგედიის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს”, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად 1 მილიარდ ევროს გამოყოფს
ყირიმის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სხვა ხიდების განადგურება, რომლითაც რუსეთი ნახევარკუნძულს და მის ჯარებს ამარაგებს
იყალთოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აქამდე უცნობი არქეოლოგიური ობიექტები გამოვლინდა
ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობისთვის დაკავებულ 67 წლის გელა არობელიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics