14:30 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 13:28:49, 360 ნახვა

პოლიტიკა
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია

„სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია. მათ უკვე მერამდენედ, ჯერ უნგრეთის და ახლა უკვე სერბეთის პოლიტიკური გაკვეთილები ისევ არასწორად წაიკითხეს -განაცხადა ივანიშვილის წარმომადგენელმა ლევან მახაშვილმა.

„არიან კი არაკონსტიტუციური ძალები ამისთვის მზად? განვლილი წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რეალურად რისთვის არიან ეს ძალები მზად - ეს არის: არჩევნების ბოიკოტი, სახელმწიფო ინსტიტუტებზე შტურმი, მართლმადიდებელი ეკლესიის შეურაცხყოფა, საკუთარი ხალხის წამება, საკუთარი ქვეყნის მიწების ოკუპანტისთვის ჩაბარება, წაგებულ არჩევნებში მარცხის არაღიარება და იმ ამომრჩევლის უპატივცემულობა, ვინც საკუთარი ხმა ანდო.

ამიტომ, სერბეთის მაგალითი სინამდვილეში არაკონსტიტუციური პარტიების დესტრუქციული ნარატივის  წინააღმდეგ მუშაობს. როდესაც ხალხს სთავაზობენ არა ქვეყნის განვითარების გეგმას, არა ხალხის ინტერესებით ნაკარნახევ მომავალს, არამედ მუდმივ ქაოსს, დესტრუქციასა და უსასრულო ბოიკოტს, იქ მთავრდება მათი პოლიტიკური ფილოსოფია. როცა პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია არც ეროვნული პლატფორმა და არც ხალხის მხარდაჭერა, სხვისი სცენარების კოპირება ვერანაირ შედეგს ვერ მოუტანს", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ლევან მახაშვილის თქმით, ხალხის დაკვეთაა, რომ საქართველოში ევროპული მომავალი აშენდეს არა ყალბ ლოზუნგებზე დაყრდნობით, არამედ ეროვნული ღირებულებების დაცვით.

„ამისთვის კი საჭიროა არა მორიგი დესტრუქცია, არამედ: მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც ამ არაკონსტიტუციურ პარტიებს არ აქვთ; ეროვნული ღირსება, რაც ამ არაკონსტიტუციურ პარტიებს ასევე არ აქვთ; მშვიდობიანი მომავლის ხედვა, რაც ამ არაკონსტიტუციურ პარტიებს ასევე არ აქვთ და  ამიტომაც არიან იქ, სადაც არიან - საკონსტიტუციო სასამართლოსა და ხალხის სასამართლოს განსასჯელის სკამზე", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics