14:32 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 13:15:00, 448 ნახვა

პოლიტიკა
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა

კოლექტიური „ნაცმოძრაობის" ყველა დანაყოფი უნიათო პროპაგანდისტული მეთოდებით ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს მათთვის გაუგებარია, რა დანაშაულების გამო ვითხოვთ მათ გასამართლებას. ასევე, ეს აგენტურა გვეუბნება, რომ ვერ გაიგეს, რომელი დანაშაული რომელ დანაყოფს მიემართება", - ამის შესახებ  უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ოპოზიციის გასამართლებისა და აკრძალვის მოთხოვნას კონკრეტული საფუძვლები აქვს.   

„ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ გააუქმეთ არჩევნები, მიიტაცეთ სახელმწიფო და რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, დღეს ჩვენი ქვეყანა ან იარსებებდა, ან - არა. ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ მოღალატეობრივი ნაბიჯებით დაკარგეთ საქართველოს ტერიტორიები და შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ხელი მოაწერეთ დოკუმენტს, სადაც ომის გამჩაღებლად საქართველოა ჩაწერილი. 
უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ 9 წელი რუსული საქმე აკეთეთ და ტერიტორიების ჩაბარების შემდეგ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები - ოკუპანტი ქვეყნის ბიზნესმენებს გადაულოცეთ. 
ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია დააკანონეთ. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ადამიანები ქუჩაში მოკალით, დამიზნებით და სამაგალითოდ, შიშის დასათესად", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. 

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობენ. 

„უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ხელისუფლებიდან გაძევების შემდეგ, 13 წელია არ აღიარებთ არც ერთი არჩევნების შედეგს და მუდმივად ეწევით ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ საბოტაჟს. 

უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ ამ დროის მანძილზე გქონდათ რევოლუციის და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მინიმუმ 6 მცდელობა. არ აღიარებთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ფეხქვეშ თელავთ კონსტიტუციურ წესრიგსა და პრინციპებს.

უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ არათუ დანაშაულებრივ კავშირსა და კოალიციაში ხართ ერთმანეთთან, არამედ ხართ ერთი პოლიტიკური ორგანიზმი და ძირს უთხრით საქართველოს სტაბილურობასა და სუვერენიტეტს. 

უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ ემსახურებით არა ქართველ ხალხს, არამედ უცხოელ პატრონებს, მოქმედებთ მათი დავალებების შესაბამისად და საქართველოს ინტერესები თქვენთვის არათუ მეორე ან მესამე ხარისხოვანია, არამედ ეროვნული ინტერესი - ეს ცნება, თქვენთვის უბრალოდ არ არსებობს. უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ საბოტაჟირებთ საქართველოს ევროპულ მომავალს, დადიხართ ბრიუსელის დერეფნებში და პატრონებს ცალ ფეხზე მდგომი მონური სულისკვეთებით ევედრებით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროინტეგრაცია დაპაუზდეს - შემდეგ კი ამ ყველაფერს პოლიტიკურ დისკუსში იყენებთ. 

გაგრძელება უსასრულოდ შემიძლია, მაგრამ აქ შევჩერდები. მჯერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩვენი სარჩელი გაიმარჯვებს, რაც პირდაპირ საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics