|
2026-10-21 20:17:12, 249 ნახვა
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
კლანის წევრი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია, სამ სიტყვაზე ყველაზე მეტად ღიზიანდებოდა „ივანიშვილი“ „რუსული“ „კლანი“ ნადარაია, რომელიც მურუსიძის კლანს მიეკუთვნება არნახულ ისტერიკაში ვარდებოდა დღევანდელ სხდომაზე სწორედ ამ სამი „ჯადოსნური“ სიტყვების გაგონებაზე. „გაგაძევებთ“ „სხდომას დატოვებთ“ გაჰყვიროდა ლოყებაღაჟღაჟებული ნადარაია. ვინ არის ისტერიკაში ჩავარდნილი ნადარაია რევაზ ნადარაიას უზენაეს სასამართლოში დანიშვნას პარლამენტმა მხარი იმ პერიოდში დაუჭირა, როცა 19 აპრილის შეთანხმება მართლმსაჯულების რეფორმის ჩატარებამდე მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებისკენ მოუწოდებდა. მოსამართლეების დანიშვნას ბოიკოტს უცხადებდნენ ოპოზიციის დეპუტატები, სახალხო დამცველი და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები. 2024 წელს, როცა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით სასამართლო სისტემის ე.წ. ვეტინგის რეკომენდაცია გაიცა, „სასამართლოს გუშაგმა“ დაწერა, რომ ვეტინგი, სავარაუდოდ, შეეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც, მათ შორის, ნადარაიას. მოსამართლეთა უმრავლესობა, ისევე როგორც „ქართული ოცნება“, ე.წ. ვეტინგის კატეგორიული წინააღმდეგია. „ვამაყობ, რომ ლევან მურუსიძესთან ერთად ვსაქმიანობ და მასთან მაქვს ურთიერთობა“, – განაცხადა ნადარაიამ პარლამენტში გასაუბრებაზე 2021 წელს. „ყველა ქვეყნის მოსამართლისთვის დაუდგენია დარღვევა სტრასბურგის სასამართლოს. ლევან მურუსიძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. ახლა არის მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე და მთელი მისი საქმიანობა იბრძოდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის. ყველა თავდასხმა, რომელიც სასამართლო სისტემაზე მოდიოდა, იწყებოდა ლევან მურუსიძეზე თავდასხმით, ყველა ამ თავდასხმას ლევან მურუსიძე იღებდა პირველი და ამ გარემოებებმა ლევან მურუსიძე, ლიდერს რომ გაიძახით სულ, აქცია ლიდერად“, – თქვა მან 2021 წელს. მისივე სიტყვებით, „სასამართლო სისტემა ღირსეული ადამიანების კორპუსია“ და მათ „აქვს ის ღირსება, რომ პანღურს არ ამოირტყამს“. რევაზ ნადარაია 2021 წლის ივლისში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ აირჩიეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 21 ოქტომბერს, 19:00 საათზე დასრულდა 5 ოპოზიციური პარტიის („ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ლელო - ძლიერი საქართველო“, „გახარია საქართველოსთვის“, “ფედერალისტები“) აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელზე შუამდგომლობების განხილვა. პატიმრობაში მყოფი თანაგუნდელების, საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის მოწმის სახით გამოძახება მოითხოვა ამავე პარტიის ლიდერმა ანა წითლიძემ, რომელიც საკონსტიტუციო სარჩელის წარმომადგენელია. მისი არგუმენტები განავრცო იურისტმა ზაზა ბიბილაშვილმა: „მთელი კონსტიტუციური სარჩელი ეყრდნობა მოწმეთა ჩვენებებს, რომელიც ქალბატონმა [თეა] წულუკიანმა გამოიძახა პარლამენტში [დროებითი კომისიის სხდომაზე] - იქ ჰქონდათ ძალიან კონსტრუქციული დიალოგი, როცა მოწმეს უჭირდა, ქალბატონი წულუკიანი აწვდიდა აზრებს ან აძლევდა მიმართულებას. ზოგი ირიბი მოწმე იყო, საერთოდ არ იყო იმ ადგილზე, არ იყო ინფორმირებული - მაგრამ ეს არის ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა საკონსტიტუციო სარჩელი... [„ნაციონალური მოძრაობის“] ამ ხუთ წარმომადგენელს არ გააჩნია პირველადი ცოდნა ფაქტებთან დაკავშირებით, ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით - ეს ცოდნა გააჩნია მიხეილს სააკაშვილს. თუ სასამართლოს სურს, უზრუნველყოს მხარეთა თანასწორობა, მინიმუმ 139 მოწმის საპირწონედ 1 ან 2 მოწმის გამოკითხვის საშუალება უნდა მისცეს მხარეს“, - თქვა ზაზა ბიბილაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა. თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით საქმის განხილვის დასრულებამდე სხდომათა დარბაზიდან გააძევეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის მოწმედ გამოძახებას მოითხოვდა. „ვინაიდან ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების ერთპიროვნული მიმღები არის ერთი ადამიანი და ვინაიდან ამ ადამიანის გამო ხდება რუსეთთან უმძიმესი პოლიტიკური ვითარების ფონზე საქართველოს დაახლოება [რუსეთთან], ჩვენი მეგობრების ჩამოცილება, დაიკითხონ შემდეგი ადამიანები: პირველად - ბიძინა ივანიშვილი, ვინაიდან ეს არის ადამიანი, რომელიც მართავს ერთპიროვნულად საქართველოს“, - თქვა ხატია დეკანოიძემ. ის რამდენიმე წუთში „პოლიტიკური განცხადებების“ გაკეთების საბაბით გააძევეს. „ნაციონალური მოძრაობა“, ივანიშვილის გარდა, ითხოვდა მინისტრების, გივი მიქანაძის, მაკა ბოჭორიშვილის, ზურაბ პატარაძის, დავით სონღულაშვილის, ირაკლი ჩიქოვანის, გეკა გელაძის დაბარებას იმ მოტივით, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს მუშაობდნენ სხვადასხვა პოსტზე. „აქ ხო სისტემურ დანაშაულებზეა საუბარი, რაც ქართულმა ოცნებამ წარმოადგინა... აი ეს ადამიანები მაგ დროს მუშაობდნენ სისტემაში. თუ სისტემური დანაშაულებისთვის უნდა აგვკრძალოთ და მიიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაშინ საინტერესოა, ამ ადამიანებმა გვიპასუხონ - მართლა სისტემური იყო თუ არა დანაშაული“, - თქვა ანა წითლიძემ. მოსამართლეთა კოლეგიამ არცერთი ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდოამრე ნიკა გვარამია ამბობს, რომ პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის დასკვნაც ხუთი პარტიის გასაუქმებლად სასამართლოში წარდგენილი სარჩელის საფუძველია, კონსტიტუციის უგულებელყოფით იყო შექმნილი, მის მიერ შექმნილი დასკვნა კი სასამართლოსთვის უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებაა. მისი თქმით, სარჩელის 95% ამ კომისიის დასკვნას ემყარება მაშინ, როცა ის კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა: „მოხდა ისე, რომ დასკვნა მიღებული იქნა ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, ის კონსტიტუციის შეუსაბამო კი არა, ანტიკოსნტიტუციურია - კონსტიტუცია არის უგულებელყოფილი და უმცირესობის ინსტიტუტი ქცეულია ანტიკონსტიტუციურად, მის წინააღმდეგ რეპრესიულ ინსტრუმენტად“, - თქვა გვარამიამ და დასძინა, რომ კომისიის შექმნა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუკი წევრთა ნახევარი იქნებოდა ოპოზიციით დაკომპლექტებული, „თუკი ეს რაიმე მიზეზით ვერ სრულდება, კომისია ვერ იქმენა“. „ქართული ოცნების“ ლიდერი, არჩილ გორდულაძე ამტკიცებდა, რომ დროებითი კომისია კანონმდებლობის დაცვით შეიქმნა, რადგან პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს მასში ჩართვა შეეძლო. სასამართლო სხდომაზე გვარამიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი კოლექტიური ხასიათისაა, რაც მოპასუხე პარტიებს ინდივიდუალური დაცვის შესაძლებლობას ურთულებს. მისი თქმით, გაურკვეველია, რომელი ბრალდება რომელ პოლიტიკურ გაერთიანებას ეხება და კონკრეტულად რაზე უნდა გასცენ პასუხი. „საერთოდ არ მაინტერესებს კომისიამ რა დაასკვნა 20 - წლიანი გარემოებების შესწავლით. 120 მოწმით გაიარეს ამ ქვეყნის ისტორიის 22 წელი. დაასკვნეს, ომი ვინ დაიწყო, პროვოკატორი ვინ იყო და ასე შემდეგ - 120 მოწმით მეგობრებო. უნდა განგვემარტოს, ვის რა მტკიცებულება მიემართება, ვის რა დარღვევა მიემართება, ვის რა სამართლებრივი საფუძველი აქვს პარტიის გაუქმების. ასე კოლექტიურად რაღაცას რომ წერენ, არ ვიცი ამ კოლექტიურში ჩემი თავი რომელ ნაწილში ამოვიკითხო , რომელ მარცვალში და ძახილის ნიშანში. მეც და ჩვენ ყველა კოლექტიურ პასუხს ხომ არ გავცემთ. ხომ უნდა მითხრათ: „შენი პარტია არის, ამაში, ამაში, ამაში მხილებული და პასუხი გაეცი“. გახარიას კაცი მეჩხუბება სამართლიანად შენ რატომ ილაპარაკე ჩემ მაგივრადო, რა ვქნათ? ერთი და იმავეს გვეუბნებით, ვერცერთი ვერ ვასხვავებთ, რომელი მომემართება, მე და რომელი სხვას”, - აცხადებს გვარამია. მანამდე გვარამიამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა მტკიცებულებათა ნუსხიდან ამოეღო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, მისთვის არსებითი მნიშვნელობა არა კომისიის მიერ წარსული მოვლენების შეფასებას, არამედ პარტიების შესაძლო აკრძალვის კონკრეტულ სამართლებრივ დასაბუთებას აქვს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვით ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში 88 დეპუტატის სარჩელის განხილვას 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ. "დღეს არ არის დრო არც კითხვების და არც პასუხების, დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. დღეს არის ის დღე, როცა "ქართული ოცნება" ცდილობს, და ვერ მიაღწევს ამას, რომ დაასამაროს საბოლოოდ დემოკრატია, სახელმწიფო და ჩვენი სურათი მსოფლიოში", - ასე იწყება ვიდეომიმართვა. მისი შეფასებით, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, თანაც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით, იშვიათი მოვლენაა და ჯერ არცერთ სხვა ქვეყანას მსგავსი რამ არ გაუკეთებია - "რასაც ქვია აკრძალვა ყველასი." "იმ დროს, როცა ასეთი სამარცხვინო რამ ხდება, არც სოლიდარობაა, არც რამე გულშემატკივრობა სხვების, რა მნიშვნელობა აქვს, აქ რომელ პოლიტიკურ პარტიას ეხება. მე, ჩემი გემოვნება, თქვენი გემოვნება აქ არაფერ შუაში არ არის - აქ არის ქვეყნის პრობლემა, ყველას პრობლემაა, იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც სამარცხვინოდ ვჩანვართ დღეს მთელ მსოფლიოში და ამას თუ ვერ ხვდება ერთი პარტია და მისი რამდენიმე წარმომადგენელი და თუ მათი ხელფასები თუ ადგილები მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქვეყანა, ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი. 5-წუთიანი ვიდეომიმართვის ბოლოს ის მოქალაქეებს ერთად დგომისკენ და ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს.
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)