13:47 - 27 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-27 12:48:00, 318 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის მხარდაჭერით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაიწყო

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსის განახლებულ ფორმატს სთავაზობს.

2026-2027 სასწავლო წლიდან კურსი ახალ, ონლაინ სასწავლო პლატფორმაზე - olympiad.aiassociation.ge - იქნება ხელმისაწვდომი. ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლეს შეეძლება უფასოდ დარეგისტრირდეს და სასწავლო მასალა საკუთარ განრიგზე მორგებით შეისწავლოს.

2026 წელს საქართველომ მეორედ მიიღო მონაწილეობა ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაში (IOAI). საქართველოს რვაწევრიანმა ნაკრებმა შეჯიბრებაზე 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი, ასევე ერთი საპატიო სიგელი მოიპოვა.

მოსწავლეების საერთაშორისო ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ, თიბისის მხარდაჭერითა და წამყვანი ქართველი AI პროფესიონალების ჩართულობით, ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსი შექმნა. ინიციატივის მიზანი მხოლოდ ეროვნული ნაკრების მომზადება არ ყოფილა - პროექტი მთელი საქართველოს მასშტაბით ახალგაზრდებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლისა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობების შექმნასაც ისახავს მიზნად.

მოსწავლეების მომზადების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო GAIA-ს AI ლიგა - შეჯიბრებების სერია, რომელიც მონაწილეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდის საშუალებას აძლევდა.

2026-2027 სასწავლო წელს კურსი ახალი ფორმატით გაგრძელდება. ლაივ ლექციების ნაცვლად, GAIA-მ შექმნა ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომელიც ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომას კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გაუმარტივებს.

პლატფორმაზე განთავსდება ლექციების ჩანაწერები, თითოეული ლექციის შესაბამისი კითხვები და პრაქტიკული დავალებები, რომლებსაც სისტემა ავტომატურად შეამოწმებს. მონაწილეები მასალის დამოუკიდებლად, საკუთარი ტემპით შესწავლას შეძლებენ. სასწავლო პროცესი კი კვირაში საშუალოდ ორი ლექციის გავლაზე იქნება გათვლილი.

განახლებულ საოლიმპიადო კურსზე რეგისტრაცია დაწყებულია და შესაძლებელია ბმულზე: https://olympiad.aiassociation.ge/

თიბისისთვის განათლება ადამიანების განვითარებასა, ცხოვრების გამარტივებას და ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალზე ზრუნვას ნიშნავს. სწორედ ამიტომ, ბრენდმა შექმნა საგანმანათლებლო ეკოსისტემა – თიბისი ტექსკოლა, თიბისი კამპუსი და თიბისი IT აკადემია, პარტნიორებთან ერთად ხელს უწყობს ახალ მიმართულებებს და ამ გზით ხარისხიან განათლებას და თანამედროვე ტექნოლოგიურ ცოდნას ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მახაშვილი - სერბეთის არჩევნების საკუთარ წარმატებად მონათვლა აჩვენებს, თუ რა ღრმა ილუზიებში იმყოფება ქართული არაკონსტიტუციური ოპოზიცია
კახა კალაძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე: ოპოზიცია სასამართლოს ტრიბუნას მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებს
კირცხალია - ჩვენი აზრით, უნდა გასამართლდეთ და აიკრძალოთ იმიტომ, რომ თქვენ შექმენით წამების, მკვლელობისა და რეკეტის ძალადობრივი სისტემა
ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics