23:31 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-13 22:15:42, 277 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციის ცნობით, საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელს 21,22,23 ოქტომბერს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ მომზადებულ საკონსტიტუციო სარჩელს 21,22 და 23 ოქტომბერს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ავრცელებენ. 

ლელოს ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ და გახარიას პარტიის წევრმა, ბერდია სიჭინავამ პოსტები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს და დაწერეს, რომ დაუკავშირდნენ საკონსტიტუციოდან და შეატყობინეს, რომ პროცესები დაინიშნა. 

კუპრაძე ამბობს, რომ პროცესები "ფორსირებულად დანიშნეს". 

"პარტიების აკრძალვის პროცესები ჩანიშნეს ფორსირებულად - 21 ოქტომბერი, 22 ოქტომბერი, 23 ოქტომბერი. მონდომებაც ამას ჰქვია", - დაწერა კუპრაძემ.

"საკონსტიტუციო სასამართლოდან დამირეკეს, 21, 22, 23 ოქტომბერს მობრძანდით, თქვენი აკრძალვის პროცესზეო… მეთქი ქალბატონო, ან სარჩელი გადმოგზავნეთ ოფიციალურად, ან ჩვენს პოზიციას დაელოდეთ წერილობით… არ გვჭირდება, ბატონო ეგენიო", - დაწერა ბერდია სიჭინავამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა პლენუმის შემადგენლობაც, რომელიც აღნიშნულ საქმეს განიხილავს.

პლენუმის შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია - სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე - წევრი;

გიორგი თევდორაშვილი - წევრი;

გოგა კიკილაშვილი - წევრი;

სერგო მეთოფიშვილი - წევრი;

გიორგი მოდებაძე - წევრი;

ვასილ როინიშვილი - წევრი, მომხსენებელი მოსამართლე.

საკონსტიტუციო განიხილავს - საქართველოს პარლამენტის 88 წევრის, ქართული ოცნების კონსტიტუციურ სარჩელს პოლიტიკური პარტიების "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია-მელია-გირჩი- დროა", "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!", "ფედერალისტური პარტია", "გახარია საქართველოსთვის" - საქმიანობის კონსტიტუციურობისა და აკრძალვის საკითხზე.

ცნობისთვის, დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ "პირადი განცხადების საფუძველზე" თანამდებობა დატოვა და მას უკვე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. 

მანამდე მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვაზე თვითგანრიდება ითხოვა, რაც საკონსტიტუციომ არ დაუკმაყოფილა. 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ნოდარ მელაძე საპატრიარქოს მიერ ტელევიზიების დაბლოკვაზე - ასეთი რამ, არასდროს მომხდარა პატრიარქ ილია მეორეს მოღვაწეობის დროს
ტვ პირველს და ტელეკომპანია ფორმულას საპატრიარქომ მცხეთობაზე აკრედიტაცია გაუუქმა
Transparency International:: ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე სამსახურებრივი ძაღლი იყო
ოპოზიციის ცნობით, საკონსტიტუციო პარტიების აკრძალვის სარჩელს 21,22,23 ოქტომბერს განიხილავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics