|
2026-10-07 19:53:55, 313 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, თებერვლის შემდეგ სოცდაუცველთა ბაზაში რეგისტრირებული 80 000-მდე ოჯახი გადაამოწმეს. აქედან დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, "რადგან მათი მდგომარეობა საბედნიეროდ არის გაუმჯობესებული უმრავლეს შემთხვევაში". სარჯველაძის თქმით, სოცდაუცველი ოჯახების გადამოწმების პროცესი "მუდმივი და უწყვეტია", თუმცა, საქართველოში პანდემიის გამო გამოცხადებული მორატორიუმის გახანგრძლივების გამო, გადამოწმება მხოლოდ 2026 წლის თებერვლიდან განახლდა "გარკვეული ლოგიკით". "ვინც პრიორიტეტულად მივიჩნიეთ, რომ ყველაზე სწრაფად საჭიროებდა გადამოწმებას, ეს პროცესი წარიმართა და როგორც თავიდანვე ითქვა, 65 000 ოჯახი გადამოწმდა, ეს პროცესი დასრულებულია. თუმცა, სხვადასხვა კრიტერიუმების მეშვეობით გადამოწმების პროცესი გრძელდება და გაგრძელდება მომავალშიც. გადამოწმების ფუნქცია არის ერთადერთი - ცოცხალი პროცესია თითოეული ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, სახელმწიფომაც მაქსიმალურად ყურადღებით უნდა აკონტროლოს, ვის ესაჭიროება, ვის შეიძლება არ ესაჭიროებოდეს ეს მხარდაჭერა, იმ კრიტერიუმებს ვინ შეიძლება აკმაყოფილებდეს და ვინ არა. ამიტომ ეს პროცესი გრძელდება და აქტიურ ფაზაშია. რაც შეეხება რიცხვებს, გადამოწმდა არამცთუ 65 000, არამედ გავცდით ამ რიცხვებს და 80 000 ოჯახს აღწევს, თავიდან, როცა მუშაობა დავიწყეთ, 184 000 ოჯახი იყო რეგისტრირებული შემწეობის მიმღებად. იცვლება, გარკვეული ქულების გადათამაშება ხდება - შეიძლება, ვინმეს მაღალი ქულა ჰქონდეს და შემოწმების შედეგად დაბალი დაუფიქსირდეს, ან პირიქით. სხვადასხვა ფაქტორია, საკმაოდ რთული შეფასებაა თითოეული ოჯახის და იქ არის მკაფიო კრიტერიუმები, რითაც არითმეტიკული სიზუსტით ხდება მდგომარეობის შეფასება" - ამბობს სარჯველაძე. ივანიშვილის მინისტრის თქმით, ოჯახების გადამოწმებით და "ბაზის გასწორებით" რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიზოგება.
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)