|
2026-10-07 19:48:22, 337 ნახვა
პოლიტიკა
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ნიკოლოზ მჟავანაძე, - პრო-რუსული ორიენტაციის მქონე ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, - აცხადებს, რომ სანქცირება „მთლად სახუმაროც არ ყოფილა“ და მას „საქართველოში მოღვაწეობის უფლება წაერთვა“. Sezon TV-ის ყოფილი წამყვანი ნიკოლოზ მჟავანაძე, რომელიც მრავალი თვეა, ბელარუსში იმყოფება, სანქცირებიდან 5 დღეში, 6 ოქტომბერს ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ამბობს: „ვიღაცეებმა, - თავიდან მეც, - ცოტა ისე, იუმორით გავატარეთ ეს ყველაფერი. მაგრამ მთლად სახუმაროც არ არის, მეგობრებო, ეს სანქცია“.
„ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს. ვერცერთი ბანკი მე ვერ მომემსახურება“, - თქვა მან. „ადამიანს, რომელსაც რაიმე სამსახური აქვს, ხელფასი უნდა აიღოს ან გარკვეული ჰონორარი უნდა აიღოს, ან ფული უნდა ჩაურიცხოს ვიღაცამ, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება საქართველოში“, - განაცხადა მჟავანაძემ. მისი თქმითვე, აქვს მოლოდინი, რომ სოციალური ქსელებიც, - მათ შორის იუტუბი, სადაც მონეტიზაცია ახალი ჩართული ჰქონდა, გაეთიშება უახლოეს მომავალში - „დროის ამბავია ეს ყველაფერი“.
იგი აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებასაც და მათ მიმართავს: „თავს რომ იწონებთ იმითი, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და გავლენებისგან განთავისუფლდითო! შენს მოქალაქეს დიდი ბრიტანეთი ასანქცირებს და საქართველოში ყველაფერი, - ბანკი იქნება, მიკროსაფინანსო იქნება, ექვემდებარება ბრიტანეთს?! გეკითხებით, ჩვენ ვართ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო“?! „მთელი მოსახლეობა რომ დაასანქციროს, ესე იგი ფული ვერ უნდა აიღოს ადამიანმა“? - იკითხა მან. მჟავანაძის შეფასებით, სანქციები არის „სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათ სასურველ პოლიტიკას არ ატარებენ“. „ერთი წლის წინანდელი [რის გამოც სანქციები დაწესდა] ახლა რატომ გაიხსენეს, ეს არის გაუგებარი“, - თქვა მან და სანქცირება დაუკავშირა აზერბაიჯანს, თავის პოზიციებს აზერბაიჯანის წინააღმდეგ, თუმცა ამ მოსაზრების რაიმე დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოება არ უთქვამს.
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის გზავნილებს ქვეყნის იზოლაციაზე ნაცურს უწოდებს
სარჯველაძე: 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, უმრავლესობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
საია: ადვოკატს არ მისცეს დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება
მჟავანაძე ბრიტანეთის სანქციების შემდეგ - მთლად სახუმაროც არ არის ეს სანქცია, ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)