18:21 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-10-04 16:49:50, 510 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა

ის, ვინც 2012-ში ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა - ამიტომაც გამიხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება, არამედ დიდი აქციების ორგანიზებაში გულმხურვალე მონაწილეობას მიიღებს  - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„ბიძინასთვის 2012-ში ხმის მიცემა რომ შეცდომა იყო, ამისი აღიარების მოთხოვნა რას იძლევა, მე არ მესმის. დარწმუნებული ვარ, კარგს არაფერს. მით უმეტეს, შეცდომისთვის ბოდიშის მოხდის მოთხოვნა.

მოიხადა ვიღაცამ ბოდიში, და ამით ან მე რა, ან ჩვენ, ან საქართველოს? თუ უნდა ვინმეს ბოდიშის მოხდა, მისი პირადი საქმეა. საერთოდაც, ბოდიშის თქმა ადამიანის პირადი საქმეა. ბოდიშის არ თქმაც.

ის, ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა.

ამიტომაც გამეხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება (ვიცით უკვე, "მომინდება და გადავირჩევ" რომ არ გამოუვიდა), არამედ დიდი აქციების ორგანიზებაში გულმხურვალე მონაწილეობას მიიღებს. მხოლოდ აქციაზე დადგომით თუ არ შემოიფარგლება და სხვასაც თუ მოიყვანს. მოკლედ, როგორც 2012-ში იქცეოდა, ისე მოიქცევა დღესაც.

პროტესტში მისი მონაწილეობა განსხვავდება ჩემისგან: ვიღაცას მისი უფრო სჯერა, ვიღაცისთვის მისი მაგალითი უფრო შთამბეჭდავია, ვიღაცისთვის მისი ქცევა უფრო გადამდებია.

ამიტომ, ბოდიშით თუ უამისოდ, შეცდომის აღიარებით თუ უამისოდ, ჩემთან "დამეგობრებით" თუ უამისოდ, საერთო საქმისთვის წარმატება იქნება, თუ ბიძინას ზუსტად იმ ხარისხით ავნებს, როგორც 2012-ში არგო.

საერთოდაც, გინდა ნეგატიურად, გინდა პოზიტიურად წარსულზე მუდმივად ლაპარაკი გვაშორებს მომავალს და ხელს უწყობს სტატუსკვოს მუდმივობას.

და თუ ვინმეს არ ახსოვს, გავახსენებ: სტატუსკვო ქვეყნისთვის დამღუპველია და მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია“, - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ფრიდრიხ მერცი - ბატონო პუტინ, შეწყვიტეთ ეს უაზრო ომი!
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics