22:30 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-24 20:43:48, 306 ნახვა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. 

რეზოლუციის პროექტი, სახელწოდებით - „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“,  საქართველოს მონიტორინგის საკითხებში თანამომხსენებლების ანგარიშს ეფუძნება.

რეზოლუცია კვლავ იზიარებს წინა კრიტიკულ პროექტებში გამოხატულ სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა და რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და კრიტიკული ხმების მიმართ გრძელდება.

დოკუმენტის მიხედვით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და მათი ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა ქვეყანას ერთპარტიული მმართველობისა და დიქტატურისკენ მიაქანებს.

ასამბლეა მოითხოვს ოპოზიციის აკრძალვის პროცესის შეწყვეტას და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დასრულებას.

ამასთან, PACE-ს შეფასებით, ქვეყანაში არსებული ზეწოლისა და პოლარიზაციის ფონზე ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნებისთვის საჭირო პირობები არ არსებობს.

ასამბლეაში ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაიწყოს ღია და ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან.

რეზოლუციაში ასევე კრიტიკულად არის შეფასებული გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა, დამოუკიდებელ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა.

რეზოლუციაში მოთხოვნილია ისეთი კანონების გაუქმება, როგორებიცაა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი; „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი; სხვა ბოლო პერიოდში მიღებული რეპრესიულად შეფასებული საკანონმდებლო ცვლილებები.

ასამბლეა შეშფოთებულია პოლიციის მხრიდან ძალადობის, დაკავებულთა შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ცნობებით და მოითხოვს დამოუკიდებელ გამოძიებას.

რეზოლუციაში  მხარდაჭერილია ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის დასკვნები და საქართველოს ხელისუფლებას მისი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

დამატებით შესწორებებში გამოთქმულია შეშფოთება:

  • ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;
  • მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, და მოთხოვნილია მისი საზღვარგარეთ მკურნალობაზე გადაყვანა;
  • რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის შესაძლო სქემებში საქართველოს როლის შესახებ ცნობებზე;
  • აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვი, დეპორტაციის საქმეზე;
  • შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო აქტივობისა და ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობის გეგმაზე




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics