|
2026-02-21 14:57:27, 291 ნახვა
ჯეი დი ვენსმა ტარიფების გაუქმებას სასამართლოს მხრიდან აღმაშფოთებელი უკანონობა უწოდა
ზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კონგრესი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მიანიჭა შესაძლებლობა, „დაერეგულირებინა იმპორტი“, სინამდვილეში მსგავსს არაფერს გულისხმობდა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ეს არის სასამართლოს მხრიდან აღმაშფოთებელი უკანონობა. „უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ კონგრესი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს მიანიჭა შესაძლებლობა, „დაერეგულირებინა იმპორტი”, სინამდვილეში მსგავსს არაფერს გულისხმობდა. სასამართლოს მხრიდან ეს აღმაშფოთებელი უკანონობაა. ამის ერთადერთი შედეგი ექნება ის, რომ პრეზიდენტს გაურთულდება, დაიცვას ამერიკული მრეწველობა და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობა. პრეზიდენტ ტრამპს ტარიფების დაწესების ფართო სპექტრი აქვს და მას გამოიყენებს ამერიკელი დასაქმებულების დასაცავად, ასევე ადმინისტრაციის სავაჭრო პრიორიტეტების ხელშესაწყობად“, – დაწერა ჯეი დი ვენსმა.
|
რედაქტორის რჩევით
ზურგს უკან ხელშეკრული დემონსტრანტების ცემა - წამების კომიტეტი ოცნებას უმტკიცებს, რომ მწამებელი რეჟიმია
ეროვნული ბანკი იუანის რეზერვებს დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილად განიხილავს
ომი უკრაინაში
The Guardian: პუტინს ომამდე დაჰპირდნენ, რომ უკრაინელების 90% რუსეთის შეჭრას მხარს დაუჭერდა
პუტინის გამარჯვების შანსები უკრაინაში მცირდება, - The Economist
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)