|
2026-02-21 13:57:00, 318 ნახვა
ანდრო ჭიჭინაძის დედა: მადლობა ღირსებისთვის, ძალიან ვნერვიულობ და ამასთანავე ძალიან ამაყი ვარ!
სინდისის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის დედა მადლობას უხდის ყველა იმ მსახიობს, რომლებმაც მისი შვილის ბანერი დაიცვეს, ხმამაღლა პროტესტი გამოხატეს და ახალი თეატრი დატოვეს. ძალიან ვნერვიულობ და ამასთანავე ძალიან ამაყი ვარ! - წერს ლიკა სოციალურ ქსელში. მადლობა ღირსებისთვის !მადლობა ბრძოლისთვის!მადლობა მეგობრობისთვის მადლობა რომ არსებობთ! სამაგალითო სოლიდარობა! მადლობა სიყვარულისთვის! ძალიან ვნერვიულობ და ამასთანავე ძალიან ამაყი ვარ! რა ბედნიერებაა საქართველოს თქვენნაირი ხალხი რომ ჰყავს! ამასაც გავივლით და დარწმუნებული ვარ ზუსტად თქვენ დააყენებთ ფეხზე ქვეყანას. ძალიან დიდი ადამიანები ხართ!", - წერს ლიკა გუნცაძე. ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი თეატრის ფასადიდან ჩამოხსნეს. ოფიციალური განმარტებით, მიზეზი „რუსთავი 2“-ის ახალი პროექტია, რომლის გადაღებებიც თეატრის შენობაში უნდა დაიწყოს. ფასადზე განთავსებული ბანერი წარწერას "თავისუფლება სისტემის პატიმრებს“ შეიცავდა. თეატრის მსახიობები აცხადებენ, რომ ბანერი კოლეგისადმი სოლიდარობის ნიშნად იყო გამოფენილი. ბანერის ჩამოხსნის გამო "ახალი თეატრის" რამდენიმე მსახიობმა თეატრი დატოვა. "პირველების" ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ახალი თეატრი 8-მა მსახიობმა დატოვა - სია:
|
რედაქტორის რჩევით
ზურგს უკან ხელშეკრული დემონსტრანტების ცემა - წამების კომიტეტი ოცნებას უმტკიცებს, რომ მწამებელი რეჟიმია
ეროვნული ბანკი იუანის რეზერვებს დივერსიფიკაციის სტრატეგიის ნაწილად განიხილავს
ომი უკრაინაში
The Guardian: პუტინს ომამდე დაჰპირდნენ, რომ უკრაინელების 90% რუსეთის შეჭრას მხარს დაუჭერდა
პუტინის გამარჯვების შანსები უკრაინაში მცირდება, - The Economist
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)