|
2025-03-17 18:27:10, 685 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის მოადგილე - შსს სრულად უჭერს მხარს საკანონმდებლო ცვლილებებს
შსს სრულად უჭერს მხარს საკანონმდებლო ცვლილებებს და მიგვაჩნია, რომ არის ძალიან სწორი და დროული ცვლილება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება. ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ნარკოვითარების გაჯანსაღებას. „ერთი მხრივ ეს ხელს შეუწყობს ნარკოგამსაღებლებისა და ნარკომოვაჭრეების უფრო მკაცრად დასჯას და მეორეს მხრივ, გატარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკებს, საუბარია ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე. ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ნარკოვითარების გაჯანსაღებას. კერძოდ იმას, რომ ახალგაზრდების ჩათრევა არ ხდებოდეს ამ მძიმე სენში. იმ ადამიანების მიმართ, ვინც ავრცელებენ ნარკოტიკებს, მათ მიმართ გატარდეს უმკაცრესი ღონისძიებები, რაც საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს იმას, რომ საზოგადოების ნაწილი, რომელიც შეიძლება მიდრეკილი იყოს ამ მიმართულებით, გადაერთოს ჯანსაღ ცხოვრების წესზე. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს და აქტიურად ვართ ჩართული საკანონმდებლო ცვლილების შემუშავების პროცესში და შემდგომ დახვეწის მიმართულებით. გვაქვს ჩვენი ჩვენი გარკვეული მოსაზრებები რეკომენდაციები, რომელსაც კანონმდებლობის ავტორებთან გავივლით. ვფიქრობ, რომ აღნიშნული კანონმდებლობის მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს იმ მდგომარეობას, რაც ამ ეტაპზეა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შედეგად, ნარკოტიკებთან, მათ შორის მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა მკაცრდება, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. ამ მიმართულებით ცვლილება რვა სხვადასხვა კანონში შედის - მათ შორის არის “სისხლის სამართლის კოდექსი“, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, კანონი “ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ და სხვა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)