|
2025-03-13 15:34:03, 567 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე - ნიდერლანდების პარლამენტში ტელეკომპანია „იმედის“ საგადასახადო საკითხი დაისვა
ჰოლანდიის პარლამენტიდან კარგი ამბავი გვაქვს, მთავარი ოპოზიციური პარტიის, სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ოფიციალური წესით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეკომპანია „იმედის“ საკითხთან დაკავშირებით - ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციამ დემოკრატიული სამყაროს კანონები და სამართალი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან მხილებულები და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის „რეჟიმს“ მხარს უჭერენ, გასამართლდეს. „საგარეო მიმართულებით ვმუშაობ კამპანია „რვაფეხაზე“, რომლის ამოცანაა, რომ იმ რეპრესიებთან, რომელიც მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს საქართველოში, მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილში, სასამართლო პასუხისმგებლობის საკითხი დავაყენოთ. ჰოლანდიის პარლამენტში, მთავარი ოპოზიციური პარტიის, სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ოფიციალური წესით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეკომპანია იმედის საკითხთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ საქართველოში პროტესტი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს, ასევე ისაუბრა რეპრესიებსა და სასამართლოზეც, სადაც დაკავებულებს თავის დაცვა არ შეუძლიათ. ხელისუფლების ამ პროცესს კი მხარს ტელეკომპანია „იმედი“ უმაგრებს, რომლის დედა კომპანიაც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული. „იმედი“ კი ისეთ სქემაშია გახვეული, სად იხდის გადასახადებს კაცმა არ იცის. ეს სპეციალურად კეთდება, რომ „იმედი“ საგადასახადო სამოთხეში იყოს, რომელიც ბრიტანეთის ოფშორულ ზონებშია. ამასთან დაკავშირებით დეპუტატმა, კატი პირიმ წერილი მისწერა საგარეო საქმეთა მინისტრს და ორი რამ მოითხოვა: რომ საგადასახადო უწყებამ შეამოწმოს დედობილი კომპანიების საქმიანობა, რომელსაც „საფოსტო კომპანიას“ ეძახის, რომელიც რეგისტრირებულია ნიდერლანდებში და მეორე საკითხი, რომელიც ზოგადი და პოლიტიკურია, რომ არ უნდა აიკრძალოს მისი საქმიანობა. ნიდერლანდებში ისეთი კომპანიების რეგისტრაცია, რომლის შვილობილი კომპანიები ადამიანის უფლებების დარღვევას სჩადიან, ეს ნიდერლანდებისთვის პოლიტიკური საკითხია. ნიდერლანდებში ადვილია კომპანიების რეგისტრაცია და საგადასახადო გარემოც ხელსაყრელია. ამ კითხვებზე, რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის მისამართით დაისვა, პასუხი უნდა გასცეს, ასევე, როცა ის მოხსენებით გამოვა პარლამენტში, ის ვალდებულია ამ კითხვებზე პასუხი გასცეს. ჩვენ დემოკრატიული სამყაროს დემოკრატია, კანონები და სამართალი უნდა გამოვიყენოთ, რომ ადამიანებს, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ და მხარს ივანიშვილის რეჟიმს უჭერენ პასუხი ვაგებინოთ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)